ავერსი აფთიაქების და კლინიკების უდიდესი ქსელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია „ავერსი“ 1994 წელს დაარსდა. „ავერსმა“ საქართველოში 10 000 ზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა და მომსახურების მტკიცე სტანდარტი დაამკვიდრა. ის საქართველოს მასშტაბით ფარმაცევტული ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია.
იხილეთ სრულად>
ვაზიანი დაფუძნდა 1982 წელს, რომლის რესტრუქტურიზაცია 2012 წელს მოხდა. მოდერნიზებული ქარხანა აშენებისთანავე აღიჭურვა თანამედროვე იტალიური დანადგარებით და უჟანგავი ლითონისგან დამზადებული რეზერვუარებით. ეს არის უნიკალური საწარმო, რომელიც სრულად შეესაბამება ISO22000-2015-ის საერთაშორისო სტანდარტებს.
პლანტა - ქართული აგრო სახლი“ არის მომსახურების სრული ციკლის მქონე, სოფლის მეურნეობის პროდუქტების შემფუთავი და დისტრიბუტორი კომპანია. ადგილობრივ სასათბურე მეურნეობებსა და ფერმერებთან თანამშრომლობის გზით იგი ბოსტნეულისა და ხილის რეალიზაციას როგორც ადგილობრივ, ისე - საექსპორტო ბაზრებზე ახორციელებს.
იხილეთ სრულად>
ბაგრატიონი 1882 - საქართველოს ბაზარზე ცქრიალა ღვინის ყველაზე მსხვილი კომპანია და ერთპიროვნული ლიდერია. მას ბაზრის 75% უკავია. ს.ს. ბაგრატიონი 1882 ცამეტი სხვადასხვა სახეობის ცქრიალა ღვინოს და წელიწადში დაახლოებით 2 მილიონ ბოთლს აწარმოებს.
იხილეთ სრულად>
KTW - კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ 2001 წელს დაარსდა. დღესდღეობით KTW ჯგუფი 90-მდე დასახელების ღვინოს აწარმოებს, რომელსაც ბრენდი, შუშხუნა ღვინო და ჭაჭა ემატება. KTW ჯგუფმა 2021 წელს დაახლოებით 18 მილიონი ბოთლი ღვინო, ცქრიალა ღვინო, ბრენდი და ჭაჭა აწარმოა.
მეღვინეობა შილდა 2014 წელს დაარსდა და მდებარეობს საქართველოს მევენახეობის მთავარ რეგიონში - კახეთში, სოფელ შილდაში. ექვსი ჰექტარის ფართობზე გაშენებული ვენახები და საწარმო აღჭურვილია თანამედროვე, ენერგოეფექტური, იტალიური და ფრანგული დანადგარებით.
იხილეთ სრულად>
კამპა ქართული ბრენდია, რომელიც უკვე თოთხმეტ წელზე მეტია, ამზადებს ნატურალურ, გემრიელ და მაღალი ხარისხის პროდუქტებს. პროდუქტები შეიცავს ორი ფორმატის წვენს - მუყაოს და შუშის შეფუთვებს. აქვს 14 სახეობის წვენი და ნექტარი, რომლებიც მზადდება, როგორც ადგილობრივი, ასევე საზღვარგარეთ მოპოვებული საუკეთესო ხილისგან.
იხილეთ სრულად>
“ბარამბო” – ქართული შოკოლადის/ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიაა. კომპანია 2009 წლიდან აწარმოებს სხვადასხვა სახის საკონდიტრო და ნაყინის პროდუქციას. საწარმოს ანალოგი არ ჰყავს ამიერკავკასიაში: მასშტაბით, ხარისხით და წარმოების ტექნოლოგიით.
იხილეთ სრულად>
კომპანია “როიალ ხვანჭკარა” თავისი მრავალწლიანი ისტორიითა და ამავდროულად, ახალი, ინოვაციური იერსახით, აგრძელებს მეღვინეობის ტრადიციას და სტუმრებს განსაკუთრებული ტექნოლოგიით შექმნილი ღვინის საინტერესო გემოებს სთავაზობს.
ყავის მწარმოებელი კომპანია „ჩერი“ 2014 წლიდან გამოჩნდა საქართველოს ბაზარზე და დაიწყო ინდუსტრიული ყავის წარმოება. ჩერი დღეს უკვე 40-მდე სახეობის პროდუქტს აწარმოებს და მომხმარებელს უნიკალური ტექნოლოგიით მომზადებულ, გამორჩეულად გემრიელ, 100% ნატურალურ ყავას სთავაზობს.
იხილეთ სრულად>
კომპანია „შუხმან ვაინს ჯორჯია“ 2008 წელს დაარსდა და უკვე 12 წელიწადია, რაც მაღალი ხარისხის ღვინოს აწარმოებს. კომპანიის ვენახები ცნობილ და საუკეთესო მიკროზონებშია გაშენებული. ჯამში 130 ჰექტარი ნაფარეულის, ქინძმარაულის, წინანდლის მიკროზონებში. „შუხმან ვაინს ჯორჯია“ 11 სახეობის ღვინოს უშვებს.
პირველი ქართული ღვინის ბრენდი დავით სარაჯიშვილის უდიდესი სურვილისა და დაუღალავი შრომის შედეგია. სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი საქართველოში კლასიკური ტექნოლოგიით კონიაკის წარმოებას. კომპანია 1884 წელს დაარსდა, სულ რაღაც სამ წელიწადში 1887 წელს კი პირველი პროდუქტიც გამოუშვა.
გერმანიაში კაპაროლი სამშენებლო საღებავების სფეროს ლიდერია. ამასთანავე, ევროპის მასშტაბით, ბრენდი - კარგად ცნობილი "ზოლებიანი სპილო"- ს ლოგოთი, ამ სფეროში უმსხვილეს საწარმოეებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია.
"ეფეს საქართველო’’ ქართული ლუდისა და ლიმონათის ბაზრის ლიდერია. კომპანია საექსპორტო ბაზრებზე 2006 წლიდანაა წარმოდგენილი. ამჟამად, ლუდი და ლიმონათი 23 ქვეყანაში გადის ექსპორტზე. მომხმარებელს სთავაზობს ლუდის 12 ბრენდს.
"ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაფუძნდა და 25 წელია კვების პროდუქტების ბაზრის უცვლელი ლიდერია. ამჟამად, კომპანიის ჰოლდინგში ხორცპროდუქტების, ნახევარფაბრიკატების, თევზეულის, რძის ნაწარმის, ნაყინის, პურ-ფუნთუშეულის, სალათების და ღვინის საწარმოებია გაერთიანებული.
თბილღვინო ქართული ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წარმატებული კომპანიაა საქართველოში, რომლის პროდუქციასაც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში იცნობენ, აფასებენ და ენდობიან.
„სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“ დაარსდა 1997 წელს თბილისის რძის კომბინატის ბაზაზე. კომბინატის ბაზა ფუნქციონირებდა 50-იან წლებში და ამიერკავკასიაში უდიდესი რძის მწარმოებელი პუნქტი იყო. 2016 წლიდან „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“ მსოფლიო რძის პროდუქტების ბაზრის ლიდერის - ,,Lactalis" ჯგუფის წევრი გახდა.
იხილეთ სრულად>
IDS Borjomi International-ი ნატურალური მინერალური წყლის უმსხვილესი მწარმოებელია. წარმოების მაჩვენებლის მიხედვით იგი დსთ-სა და ბალტიისპირეთის მასშტაბით ბაზრის ლიდერი კომპანიაა ბუტილირებული, ნატურალური მინერალური წყლების სეგმენტში.
“ჩემპის“ მრავალფეროვანი ასორტიმენტი აქვს და უშვებს 12 სახეობის ვაშლის ჩიფსს. პროდუქტი კარტოფილის ჩიფსის ჯანსაღი ალტერნატივაა, რომელიც ვაშლის ბაზაზე იქმნება. კომპანიის მიზანია ჯანსაღი სნექების წამყვანი კომპანია გახდეს მსოფლიო ბაზარზე, რადგან აქვს სრულიად ახალი მიდგომა, ვაშლის ჩიფსების ინტუსტრია.
1886 წლის 8 მაისს ქ. ატლანტაში შექმნილ პირველ კოკა-კოლას ორი სიტყვით ახასიათებდნენ: „გემრიელი და გამაგრილებელი“. მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. ინ დროიდან მოყოლებული დღემდე ყინულივით ცივი კოკა-კოლა მართლაც საუკეთესო და უგემრიელესი საშუალებაა წყურვილის მოსაკლავად.
კომპანია “აქვა გეო” 2009 წელს შეიქმნა. კომპანიის მესვეურებმა მიზნად დაისახეს ქართული უნიკალური წყლის პოპულარიზაცია, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.
კომპანია ”აქვა გეო”-ს მიზანია უნიკალური ბუნებრივი თვისებების მქონე ქართული წყალი წარმოების მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით უცვლელად მიიტანოს მომხმარებლამდე.
კომპანია ახდენს მაღალი ხარისხის ქართული, უნიკალური, არაგაზირებული, მინერალური წყლის წარმოება-ჩამოსხმას, რეალიზაციასა და პოპულარიზაციას, როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზარზე.
მეღვინეობა ხარება უძველეს ტრადიციებზე დაფუძნებული ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და მაღალი ხარისხის პროდუქტის წარმოებაზეა ორიენტირებულია.
მეღვინეობა "მტევინო" ახალი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ქართულ სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციებზე დაფუძნებულ თანამედროვე კონცეპტუალურ სივრცეს წარმოადგენს. მარანი მდებარეობს საგარეჯოს რაიონის, სოფელ ხაშმში, თბილისიდან 40 კმ-ში. "მტევინო" საუკეთესო ადგილია ღვინისა და ვაზის ტრადიციების გასაცნობად.
შ.პ.ს. “ტკბილი ქვეყანა” 2005 წლის დეკემბერში დაარსდა. კომპანიამ ფუნქციონირება 2006 წლის მარტიდან დაიწყო.
ფაბრიკა, დღეისათვის, მომხმარებელს ტკბილეულის უამრავ სახეობას სთავაზობს, რომელიც გარდა მრავალფეროვნებისა მაღალი ხარისხითა და კვებითი ღირებულებებით გამოირჩევა. “ტკბილი ქვეყანა”-მ დიდიხანია მომხმარებლისგან დამსახურებულად მოიპოვა სანდო და მაღალხარისხიანი პროდუქციის მწარმოებელი კომპანიის სახელი
დღესდღეობით ტყუპების საღვინე სახლი ყოველწლიურად დაახლოებით 250 000 ლიტრ ღვინოს აწარმოებს, რომლის ნახევარიც ქართულ ბაზარს მიეწოდება, დანარჩენი კი ექსპორტზე გადის. კომპანიის მთავარი ნიშა ქართული ტრადიციული წესით, ქვევრში დაყენებული ღვინოა.
ტურისტული კომპლექი კი ყოველთვის ღიაა როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის. კომპლექსი მოიცავს როგორც სასტუმროს ნომრების, ასევე ღია და დახურული ტიპის მარნებს, ქვევრისა და ქვევრის ღვინის მუზეუმს, სარესტორნო და საბანკეტო სივრცეებს.
იხილეთ სრულად>
ქართული ბრენდი და უკვე თოთხმეტ წელზე მეტია, ამზადდებს ნატურალურ, გემრიელ და მაღალი ხარისხის პროდუქტებს. კამპას პროდუქტების პორტფოლიო შეიცავს ორი ფორმატის წვენს - მუყაოს და შუშის შეფუთვებს. აქვს 14 სახეობის წვენი და ნექტარი, რომლებიც მზადდება, როგორც ადგილობრივი, ასევე საზღვარგარეთ მოპოვებული საუკეთესო ხილისგან.
“ასკანელი ძმები”-ის კომპანია ფლობს ვენახებს, კახეთში – ქინძმარაულის ზონა და გურიაში – ოზურგეთის რაიონი, სოფელი ბახვი. სწორედ ამ კომპანიის სახელთან არის დაკავშირებული ერთ-ერთი უნიკალური ყურძნის ჯიშის – ჩხავერის გადარჩენა. ასკანელების კომპანია ერთ-ერთი იმ მცირედთაგანია საქართველოში, რომელსაც ბრენდის და ჭაჭის სახდელი აპარატურა გააჩნია. ძმები”-ს პროდუქციას განუმეორებელ გემოსა და არომატს ანიჭებს ძველი რეცეპტების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მაღალი პროფესიონალიზმის სინთეზი. ეს იშვიათი სამკუთხედი არის გარანტირებული შესაძლებლობა „ასკანელი ძმები“- ს პროდუქციის ხარისხის.
1997 წელს ორმა მეღვინემ ნამდვილი ქართული ტრადიციული ღვინის წარმოება საქართველოს მეღვინეობის გულში - კახეთში დაიწყო.
700 ჰექტარზე გაშენებული ვენახების განსაკუთრებული ადგილმდებარეობა, ნიადაგი და კლიმატი გამორჩეულ ღვინოების დაყენებისათვის საუკეთესო პირობებს ქმნის.
მანნა - ქართული კომპანია, რომელიც პრემიუმ ხარისხის ჩაის აწარმოებს. 2017 წელს საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი და დამფასოებელი საწარმო „მანნა“ გაიხსნა. კომპანიის საკუთრებაშია თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და დანადგარებით აღჭურვილი ქარხანა სოფელ საგურამოში.
იხილეთ სრულად>
შპს „საირმე მინერალ ვოთერსი“ არის ერთ-ერთი წამყვანი, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიურად უზრუნველყოფილი წყლის მწარმოებელი კომპანია საქართველოში. კომპანია აწარმოებს გაზირებულ მინერალურ და არაგაზირებულ წყაროს წყალს - ცნობილი ქართული ბრენდის „საირმეს“ სახელით.
იხილეთ სრულად>
კომპანია „ქინძმარაულის მარანი“ დაარსდა 2001 წელს. კომპანიის თანამედროვე საწარმო უახლესი ტექნიკით არის აღჭურვილი. როგორც ცნობილია, საქართველოში ადგილობრივი ვაზის 500-მდე აბორიგენული ჯიში არსებობდა, აქედან 423 „ქინძმარაულის მარანის“ მიერ მოძიებულია და ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საკოლექციო ვენახშია გაშენებული.
კომპანია „ბადაგონი“ 2006 წელს დაარსდა და დღესდღეობით მთელს აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ღვინის საწარმოს ფლობს. კომპანია ბადაგონის პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს ღვინოებს, ცქრიალა ღვინოებსა და ჭაჭას. ბადაგონი ფლობს 400 ჰა-მდე ვენახებს კახეთის ყველა მიკროზონაში და ქმნის ღვინოს ყურძნის მხოლოდ ქართული ჯიშებისაგან.
შპს „ჯეო-ორგანიკი“ დაარსდა 2018 წელს. ის მდებარეობს კახეთში. ჩვენ ვაპირებთ ვაწარმოოთ ქართული ხილი, ბოსტნეული და ბალახეული საშრობში გამოშრობის მეთოდით, ორგანულად, კონსერვანტების, მათ შორის გოგირდის დიოქსიდის გარეშე. კომპანიის მიზანი არის ჯანსაღი, ორგანული პროდუქტების წარმოება, რისთვისაც დანერგილი გვაქვს საერთაშორისო ISO სტანდარტი.
კომპანია აგრიდა ყვარელში, სოფელ შილდაში 2018 წელს დაფუძნდა. მეღვინეობისთვის ადგილმდებარეობა, ყვარლის მუნიციპალიტეტში, არსებული მიკროზონის თავისებურებების გათვალისწინებით საგანგებოდ შეირჩა.
მეღვინეობა აგრიდა ქინძმარაულის მიკროზონაში 42 000 მ2-ზეა გაშენებული. კომპანიის მფლობელობაში არსებული 56 ჰექტარი ვენახი საუკეთესო ხარისხის ღვინის ჩამოსხმის შესაძლებლობას იძლევა. კომპანია აწარმოებს 25-ზე მეტი დასახელების ალკოჰოლურ სასმელს, რომლებიც გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით.
ჟუჟუნა ღვინო არც ისე წყნარი და არც ბოლომდე ცქრიალაა. მას ადრეულ რთველზე მიღებული რქაწითელითა და მწვანეთი ვამზადებთ, ამიტომაც სახასიათო სიმჟავე აქვს. მეორადი დუღილისგან კი ბუნებრივ მსუბუქ გაზს იძენს. ალკოჰოლი მოკრძალებული, თუმცა მატყუარა 11%-ია. ჟუჟუნაში ყვითელი კენკრის და მწვანე ვაშლის ტონებს ამოიცნობ, მოკლედ ქორფა, მჩატე და ხალისიანია. ჰოდა, სწორედ ამიტომ, ბევრი კოქტეილის მოსამზადებლადაც ეძახიან.
კერკი ქართული მშრალი ხილის ბრენდია, რომელიც ხუთი სახის პროდუქტს მოიცავს: ჩირი, ჩურჩხელა, ტყლაპი, ცუკატი და თხილეული. კერკის საწარმო ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, მაღალმთიან აჭარაში მდებარეობს და პროდუქციას სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის უმაღლესი სტანდარტით აწარმოებს (ISO22000). საწარმო ფლობს პროდუქციის გადამუშავების, შრობის, დახარისხების, შეფუთვის მაღალი ხარისხის და დიდი წარმადობის ავტომატიზებულ მანქანა-დანადგარებს.
რთველისი ქართული ღვინის მწარმოებელი, მუდმივად ხარისხზე ორიენტირებული კომპანიაა. კომპანიის შექმნის იდეა ერთ-ერთი რთველის დროს წარმოიშვა, სახელის მოფიქრებაც ადგილზევე მოხდა. რთველი ხომ უახლოესი ადამიანების ერთად შეკრებას და მათ მიერ ქართველებისთვის ყველაზე ძვირფასი პროდუქტის კრეფას გულისხმობს. სახელი რთველისი ზუსტად გამოხატავს ქართველებისთვის ყურძნის კრეფის დიდ ტრადიციას, სიხარულს და ვაზის მიმართ პატივიცემას რაც ქართველებს 8000 წელია მოგვსდევს. კომპანია აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ღვინოს და ყურძნისეულ წარმოშობის სხვა ალკოჰოლურ სასმელებს როგორიცაა: კლასიკური ქართული ღვინო, ტრადიციული ქვევრის ღვინო, შუშხუნა ღვინო, ბრენდი და ჭაჭა. კომპანიის მიზანი დაარსების პირველივე დღეს განისაზღვრა- სახელის დამკვიდრება საქართველოს და მსოფლიო ბაზარზე, მაღალი ხარისხითა და დაუვიწყარი გემოებით. ღვინის კომპანია რთველისი აერთიანებს ორ სავაჭრო ნიშანს „რთველისი“ და „ველვაინი“
კარდენახის ღვინის ქარხანა, წარმოადგენს უნიკალურ მარანს, რომელიც XIX საუკუნის ბოლოს აშენდა. მისი უნიკალურობა მდგომარეობს ქვევრის უპრეცენდენტო რაოდენობაზე ( 700 ქვევრი იტევს 1000ტონა ყურძენს).
კარდენახის ღვინის ქარხანა აღჭურვილია იტალიური წარმოების უახლესი მოწყობილობით და ატრიბუტებით, რომელიც სახის მარანისთვის არის საჭიროა. დიდი რაოდების ქვევრების გარდა, ქარხანაში არის 435 ტ. ტევადობის ცისტერნები.
„დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ საწარმოს შექმნაში დიდი წვლილი დიმიტრი დუგლაძეს მიუძღვის, რომელიც გამოირჩეოდა სამეწარმეო სულისკვეთებით, პროფესიონალიზმით, საქმისადმი დიდი სიყვარულით და ერთგულებით. მან დიდი როლი ითამაშა ქართული მეღვინეობის და ალკოჰოლური სასმელების წარმოების განვითარებაში, მთელი მისი მოღვაწეობის განმავლობაში მისი უცვლელი მიზანი იყო მაღალი ხარისხის პროდუქციის მოწოდება მომხმარებლისათვის როგორც საქართველოში ასევე ქვეყნის გარეთ. დიმიტრი დუგლაძემ მოახერხა შეექმნა მყარი საფუძველი ხარისხიანი ქართული ალკოჰოლური სასმელების წამოებისათვის. მამის მიერ დაწყებული ბიზნესი ღირსეულად განაგრძეს მისმა შვილებმა, ძმებმა დუგლაძეებმა, რომლებსაც ქართული მეღვინეობის ტრადიციების, თამამი ექსპერიმენტებისა და დიმიტრი დუგლაძის მიერ დაწყებული საქმის ერთგულებამ „დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ წარმატებულ ღვინის საწარმოდ ჩამოყალიბება შეაძლებინა.
მეღვინეობა ზენიშის მარანი კახეთის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ყველასათვის ცნობილ სოფელ ხაშმში მდებარეობს, სადაც ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის ღვინო იწარმოება. კომპანია პრემიალური ღვინის სეგმენტში ოპერირებს და მისი უმთავრესი მიმართულებაა ღვინის დაყენების უძველესი მეთოდისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმით ქვევრის პრემიუმ კატეგორიის მშრალი ღვინისა და ქართული ჭაჭის წარმოება. თანამედროვე ქართულ მარანში 48 ქვევრია, დაწყებული 150 ლიტრიდან 1300 ლიტრით დამთავრებული. ღვინო ყენდება კახური მეთოდით და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. ღვინის დამზადების პროცესი მოიცავს მის იდეალურ პირობებში შენახვასა და წლის განმავლობაში ქვევრებში დავარგებას.
შპს ,,ლიტვური საცხობი + ” 2005 წელს დაარსდა და ქართველ მომხმარებელს ლიტვური ტექნოლოგიითა და რეცეპტით დამზადებულ პურს სთავაზობს. ლიტველი მცხობელის მიერ შექმნილი ასორტიმენტი მრავალფეროვანია და მომხმარებლის გემოვნებაზეა მორგებული. პურის განსაკუთრებულობა მისი მომზადების ტექნოლოგიაში, გემოსა და დაბალკალორიულობაშია. 2016 წელს ლიტვური საცხობი Golden Brand- ის ჯილდოს მფლობელი გახდა, როგორც წლის ყველაზე ჯანსაღი პროდუქტის მწარმოებელი ბრენდი.
მოსმიერი პრემიალურ სეგმენტზე პოზიციონირდება, რომლისთვისაც ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვანია. ღვინოს ყურძნის მხოლოდ უძველესი, საუკუნეების მანძილზე კახეთში მოყვანილი, ადგილობრივი ჯიშებისგან წურავს. შატო მოსმიერის ღვინის საწარმო ღვინის ტურიზმისათვის შექმნილი, ქართული ტრადიციული სტილისა და თანამედროვე ელემენტების შატოს განუყოფელი ნაწილია. იგი ვენახებს შორის, ფერდობზე მდებარეობს და თვალწარმტაც ალაზნის ველსა და კავკასიონის თოვლიან მწვერვალებს გადაჰყურებს. ღვინის ქარხნის გარდა, შატოში 250 ადამიანზე გათვლილი ბარ-რესტორანი, მასტერკლასებისათვის (მაგალითად, თონეში პურის ცხობისთვის) საჭირო კეთილმოწყობა, ეზო, შადრევანი, დიდი მოსასვენებელი ტერასა, სათვალთვალო კოშკი, ღვინის მაღაზია დასაგემოვნებელი ზონით და სარდაფში მდებარე ტევადი საწყობებია განლაგებული. არსებული კომპლექსის მახლობლად მალე 23 ნომრიანი სასტუმროს და ღია აუზის მშენებლობა დაიწყება.
"თელედა" აწარმოებს მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის მაღალი ხარისხის შერჩეულ ღვინოებს ტრადიციული ქართული წესით ქვევრებში. როგორც საუკუნეების წინ, ეს ღვინოები ნატურალურად, ბუნებრივი დუღილით ყენდება დანამატების, ხელოვნური სტაბილიზაციისა და ფილტრაციის გარეშე.
ღვინის მაღალი ხარისხი იშვიათი ვენახებიდან იწყება. ძველი, 50-60 წლის ვაზების ვენახი თელავში, სოფელ შალაურში, ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. ვაზების ღრმა ფესვთა სისტემა და ნიადაგის თავისებურება მაღალი მინერალიზაციის განსაკუთრებული ხარისხის ყურძნის მოყვანის საშუალებას იძლევა, რომელიც საგულდაგულოდ ირჩევა ნატურალური ღვინოების საწარმოებლად.
რეგიონალური სუპერმარკეტების ქსელი „დეილი“ 2014 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. ამჟამად კომპანია 160-ზე მეტ ფილიალს ფლობს საქართველოს შვიდ რეგიონში, მათ შორის შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, სამეგრელოში, გურიასა და აჭარაში. კომპანია ერთ-ერთი პირველია, რომელმაც რეგიონალური განვითარება დაისახა მიზნად. „დეილი“ ყველა სახის მარკეტის ფორმატს აერთიანებს, სტანდარტული სურსათის მაღაზიიდან მრავალფეროვანი არჩევანის მქონე სუპერმარკეტამდე, რომლებიც მორგებულია უშუალოდ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნაზე.
კომპანია "იფქლის" ისტორია 1993 წლიდან იწყება, როდესაც ბიზნესის წარმოება საქართველოში არც ისე მარტივი იყო. მრავალი დაბრკოლებისა და სირთულის მიუხედავად, პურის და საქმის სიყვარულით, კომპანიამ შეძლო გაზრდა და განვითარება. დღესდღეობით "იფქლი" 75-მდე სახეობის პურფუნთუშეულს აწარმოებს კომპანიის განახლებულ და ევროპული ტიპის საწარმოში. პურფუნთუშეული სადისტრიბუციო ხაზით თბილისის თითქმის ყველა მაღაზია, რუსთავი, მცხეთაი, გორი და ქუთაისი მარაგდება.
დღეს ფალავანი ფლობს 120 ჰექტარ კერძო ვენახებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის უნიკალურ მიკროზონებს, როგორიცაა მუკუზანი, ქინძმარაული და წინანდალი.
კომპანია აღჭურვილია მსოფლიოში ცნობილი კომპანიების მანქანებით, როგორებიცაა Della Toffola, Krones, Cavagninno & Gatti და Seitz Enzinger Noll. ჩამომსხმელი ხაზის სიმძლავრე არის 2500 ბოთლი საათში. საკუთარი ლაბორატორია, სერტიფიცირებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ატარებს ყველა საჭირო ტესტს. მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური ენოლოგები ახორციელებენ პერსონალურ კონტროლს და ატარებენ პერსონალურ პასუხისმგებლობას პროდუქტის ხარისხზე.
მეღვინეობა ჩელთის” ისტორია ერთი საუკუნის წინ დაიწყო. ქარხანა აღჭურვილია როგორც თანამედროვე ინვენტარით, ასევე – ტრადიციული ქვევრი ღვინის ჭურჭლით. მიწისქვეშა ღვინის საცავი “ჩელთის” მარანში 7 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს. მეღვინეობა ჩელთს ყოველწლიურად ათასობით ბოთლი ემატება. თითოეულ მათგანში კი გამორჩეული ყურძნისგან დაწურული ღვინო ვარგდება. ჩელთის მიწისქვეშა ბოთლების საცავში 150 000 ბოთლამდე პრემიუმ ღვინო ძველდება. დღეს „მეღვინეობა ჩელთის“ ბრენდს კარგად იცნობენ 20 მდე ქვეყანაში: ამერიკა, ინგლისი, ჩინეთი, ტაივანი ყაზახეთი, იაპონია, რუსეთი, ბელორუსია, გერმანია, იტალია, საფრანგეთი , ესპანეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ბელგია, დანია, უკრაინა.
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „ჰეფი დეი“ -ს პირველი ფილიალი გაიხსნა 2013 წელს. ამ წლების მანძილზე შეიძინეს ერთგული მომხმარებლები და ჩვენი ქსელი ფართოვდება ყოველწლიურად. ამჟამად თბილისში აქვთ 7 ფილიალი. კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესია ბავშვი და მისი შემოქმედებითი განვითარება, ამიტომ მათი სათამაშოები მაღალი ხარისხითა და სიჯანსაღით.
კომპანია ზედაზენი მდებარეობს სოფ. საგურამოში, მცხეთის მუნიციპალიტეტში. საწარმო გამოირჩევა მაღალი ტექნოლოგიებით, უახლესი დანადგარებითა და ლაბორატორიით და რაც მთავარია, პროფესიონალი პერსონალით. უზარმაზარ ტერიტორიაზე გაშლილ საწარმოში იწარმოება როგორც ალკოჰოლური, ისე უალკოჰოლო პროდუქცია. პროდუქცია წარმოების ყველა ეტაპზე გადის განსაკუთრებულ მონიტორინგს, დაწყებული ნედლეულის შერჩევითა და ლაბორატორიული შემოწმებით - დამთავრებული ჩამოსხმით, შეფუთვითა და დასაწყობებით. საწარმოს ემსახურება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე ლაბორატორია. პროდუქციის კონტროლი და ხარისხის მონიტორინიგი ხორციელდება ყველა ეტაპზე
"ბოლერო და კომპანი" წარმოადგენს საქართველოში უმსხვილეს სავაჭრო-სამრეწველო ჯგუფის ნაწილს, რომელშიც ასევე შედიან კომპანიები: შპს "გრუზვინპრომი", შპს "კ და ქართული სპირტი", შპს „უნივერსალ სპირიტსი“ და ფოთის პორტის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში სასაწყობე ტერმინალი/ტერიტორია.
ერთობლივად, საწარმოთა ჯგუფი ამუშავებს საქართველოში მოყვანილ ყურძნის ნახევარზე მეტს. "ბოლერო და კომპანი" და მასში შემავალი საწარმოო ჯგუფი სპეციალიზირებულია მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებაზე, რომელიც ორიენტირებულია მასიურ მომხმარებელზე. ამისთვის კომპანია ატარებს საქმიანობის სრულ ციკლს : გულდასმით შერჩეული ყურძნის შეძენიდან დაწყებული, ღვინის წარმოებით და საკუთარ რეზერვუარებში შენახვით დასრულებული. პროცესის ყველა ეტაპი კონტროლდება კომპანიის გამოცდილი ტექნოლოგების მიერ.
ღვინისა და საკონიაკე სპირტების დიდი ასორტიმენტის და სავაჭრო-სამრეწველო ჯგუფში დასაქმებული მაღალკვალიფიციური სპეციალისტების დამსახურებაა, რომ სულ მცირე დროში Bolero & Company-მ შეძლო ეწარმოებინა მაღალი ხარისხის ღვინო და ბრენდი, რომლებმაც პროფესიონალთა და ღვინის მოყვარულთა აღიარება მოიპოვეს.
ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია: უკრაინა, რუსეთი, ყაზახეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, გერმანია,იტალია, ავსტრია, პოლონეთი, ჩინეთი და ა.შ.
ყველაზე ცნობილი სავაჭრო ნიშნებია - დავით ივერიელი, ბეთანელი, დაისი, ბერიკონი, ტალავარი, იორელი, მირონი და სხვა. Bolero & Company ასევე აწარმოებს ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს, როგორიცაა წინანდალი, ქინძმარაული, მუკუზანი. ასევე ბრენდის - არაგვი, ვარციხე, გრემი.
რაჭაში, ამბროლაურის რაიონის სოფელ ხვანჭკარში თავადი ყიფიანის მარნის ადგილას 1927 წელს აშენდა ხვანჭკარის ღვინის ქარხანა, რომელსაც დღეისათვის წარმოვადგენს შპს “ხვანჭკარა”. წლების განმავლობაში ქარხანაში მოღვაწე მეღვინეები ახალ თაობებს გადასცემენ ღვინო ხვანჭკარას დამზადების ყიფიანისეულ მეთოდს, რამაც მათ არმოებულ ღვინოს ბევრ ქვეყანაში გაუთქვა სახელი.
შპს „მაკნატუნა“2007 წელს დაარსდა. კომპანიამ 2013 წელს ხარისხის მენეჯმენტის სისტემა დანერგა და ISO 9001:2008 სერტიფიკატი მოიპოვა, რომელსაც 2016 წლის ბოლომდე ინარჩუნებდა. 2016 წელი სიახლეებით აღმოჩნდა დატვირთული, “მაკნატუნა“-მ პროდუქციის ჩამონათვალს ახალი სახეობები, გარჩეული მოხალული და ნედლი მზესუმზირა შეჰმატა, ასევე, დაინერგა წარმოების ახალი, სიმინდის ბურბუშელას ხაზი, შეიქმნა ბრენდი „ბურბუ“. საწარმო შესაბამისი დანადგარებით აღიჭურვა. წლის წარმატებულ დასასრულად იქცა სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის დანერგვა და ISO 22000:2005 -ის სერთიფიკატის მიღება.
კომპანიის საქმიანობა მოიცავს: საქართველოში მოპოვებული, ბიოლოგიურად აქტიური ბუნებრივი ნაერთების, ფართომაშტაბიან შესწავლას ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით ფარმაცევტული პრეპარატების და ბიოდანამატების წარმოებას და მათ ფართო დანერგვას მედიცინაში, კოსმეტოლოგიაში და კვების ინდუსტრიაში.
"კამელინი-M3"-მალამო, "კამელინი-M4" სანთლები და "კამელინფლუ"-სპრეი.ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნდა შვილობილი კომპანია Camelyn U.S. Incorporation, რომელმაც ამ ქვეყნის ბაზარზე უკვე დაარეგისტრირა "კამელინის" კაფსულების ფორმა და პირველი პარტია დამზადებულ იქნა ამერიკულ ფარმაცევტულ საწარმოში"Kolkhety Honey" (კოლხური თაფლი) სახელწოდებით. ასევე საბერძნეთში დარეგისტრირდა საერთაშორისო კომპანია "Camelyn International", რომელიც ასევე დაკავდება "კამელინი"-ს ბაზაზე შექმნილი ყველა პროდუქციის რეალიზაციით მსოფლიო ბაზარზე.
"აპტოსი" არის სახისა და სხეულის გადასაჭიმი მსოფლიოში ცნობილი აპტოსის ძაფების გამომგონებელი და მწარმოებელი ქართული კომპანია. 22 წლიანი ისტორია 1996 წელს იწყება, როდესაც ექიმმა მარლენ სულამანიძემ გამოიგონა მსოფლიოში პირველი კბილანებიანი ძაფი [barbed thread], რამაც ჩაუყარა საფუძველი ესთეტიკური მედიცინის ახალ მიმართულებას - ძაფებით ლიფტინგს - thread lifting. აპტოსს ეკუთვნის პირველი საერთაშორისო პატენტი და სერიული წარმოების ლიცენზია კოსმეტიკურ ძაფზე ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით.
აპტოსი არის პირველი ქართული კომპანია, რომელსაც CE [Conformité Européene] ნიშანი აქვს სამედიცინო პროდუქტზე, რაც ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ექსპორტის საშუალებას იძლევა. 2018 წლის მონაცემებით აპტოსის ძაფები 50-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება ფართო მასშტაბიანი სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით. სათაო ოფისი მდებარეობს თბილისში. ასევე პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ აზიის ცენტრალური ოფისი მოსკოვში, ხოლო ევროპის - პრაღაშია განთავსებული.
„ბიბლუსი“ საქართველოში წიგნების მაღაზიის ყველაზე ფართო ქსელია, რომლის მიზანია წიგნი გახადოს ხელმისაწვდომი ყველასთვის. უკვე 15 წელია „ბიბლუსი“ ხელს უწყობს წიგნიერების განვითარებას, „ბიბლუსს“ დიდი წვლილი მიუძღვის წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში რაც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებაში განათლების დონის ამაღლებისა და ქვეყნის განვითარებისთვის.
"ბიბლუსის" წარმატების საიდუმლო მომხმარებელზე ზრუნვაშია. „ბიბლუსში“ წიგნებთან ერთად წარმოდგენილია სასკოლო-საკანცელარიო ნივთების მრავალფეროვანი ასორტიმენტი, ელექტრო აქსესუარები, დეკორი, საახალწლო აქსესუარები, სათამაშოები, წიგნისა და ელექტრო აქსესუარები.
კომპანიის არსებობის 15 წლის მანძილზე, „ბიბლუსმა“ შეძლო შეექმნა საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და სარგებლობს მრავალრიცხოვანი მომხმარებლის ნდობით. დღეისათვის, ბიბლუსი აერთიანებს 80-მდე ფილიალს მთელი ქვეყნის მასშტაბით. „ბიბლუსი“ არის ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი.
“ბიბლუსი ჯგუფი” საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი რითეილერია წიგნების მაღაზიათა ქსელის - „ბიბლუსის“ გარდა აერთიანებს სათამაშოების მაღაზიებს - „პეპელას“ და „XS Toys“-ს, მულტიფუნქციურ სავაჭრო სივრცეების ქსელს - „მულტის“ და კაფეების ქსელს - „პიატოს“. ჯგუფი ჯამში საქართველოში 125 სავაჭრო სივრცეს ფლობს.
2022 წლის დეკემბერში „ბიბლუსი ჯგუფმა“ სათამაშოების ქსელის “XS Toys” მაღაზია სლოვენიაში, ქალაქ ცელიეში გახსნა, რაც „ბიბლუსი ჯგუფის“ ქსელის გლობალური განვითარების სტრატეგიის პირველი წარმატებული ნაბიჯია. სამომავლოდ ჯგუფი ევროპულ ბაზარზე აქტიურ განვითარებას გეგმავს.
ბანი - პირველი ქართული, ნატურალური ინგრედიენტებით დამზადებული, განსაკუთრებული გემოს მქონე, მაღალალკოჰოლური სასმელია. მისი შექმნის იდეა 3 წლის წინ გაჩნდა, ხოლო ქართულ ბაზარზე წელს გამოჩნდა. კომპანია 5 სახეობის სასმელს აწარმოებს, სადაც შედის პორტვეინი და ბრენდზე დაყრდნობილი მიქსები: თეთრი პორტვეინი, წითელი პორტვეინი, მსხლისა და ბრენდის მიქსი, საფერავისა და ბრენდის ბიქსი, კოლასა და ბრენდის მიქსი.
იხილეთ სრულად>
ალკოჰოლური სასმელი „ბენჟის“ წლების განმავლობაში დეტალებზე დაკვირვებითა და ინოვაციების ძიების პროცესით იქმნებოდა, რათა შექმნილიყო საუკეთესო ხარისხის ხილის ბრენდი, ჭაჭა, ლიქიორი და შოკოლადი. ბუნებასთან სიახლოვე და მისგან საუკეთესოს მიღება-ეს კომპანიის მისიაა, რადგან ბენჟის პროდუქტები მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებითა და უნიკალური რეცეპტებით მზადდება.
იხილეთ სრულად>
ღვინის კომპანია შატრო ველი დაფუძნებულია 2017 წელს და მიზნათ ისახავს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მეღვინეობის შემდგომ განვითარებას და ადგილობრივი ჯიშების ყურძნისგან დამზადებული ღვინოების პოპულარიზაციას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე. სახელმწიფო გრანტის, შეღავათიანი აგროკრედიტის და კერძო ინვესტიციების საშუალებით გახდა შესაძლებელი აშენებულიყო თანამედროვე ღვინის საწარმო, რომელსაც შეუძლია გადაამუშავოს 150 ტ ყურძენი და აწარმოოს პრემიალური ხარისხის ღვინოები.
ღვინის სკოლა „კაბისტონი“ დაარსდა 2015 წელს. მისი დაარსების მიზანია, შეასწავლოს ღვინის მოყვარულებსა და ტურიზმის სფეროში მომუშავე ადამიანებს ღვინის კულტურა და ისტორია, მევენახეობა-მეღვინეობის საწყისები, ღვინის სწორად დაგემოვნება, ღვინის ზადი, არომატები და გემოვნური თვისებები, ღვინის შეფასება და კერძთან შეხამება, სერვისი და ქართული გასტრონომიული კულტურა.
ღვინის ათასწლეულოვანი ისტორიის კვალდაკვალ, თელიანი ველი ბუნების უნატიფესი მასალებით, მიწითა და ყურძნით, სრული შემოქმედებითი თავისუფლებითა და თანამედროვე ოსტატების ერთობით პირველი სიყვარულივით მგზნებარე წითელ, მთის ნაკადულივით კამკამა თეთრ და ნაკვერჩხალივით მაცოცხლებელ ქარვისფერ ღვინოებს შობს.
ალაზნის ველის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს კახეთში სიდიდითა და მნიშვნელობით პირველი ქალაქი – თელავი. 1915 წელს სწორედ ამ ქალაქის მახლობლად, ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაარსდა თელავის ღვინის მარანი. საუკუნეზე მეტია, რაც მარანში ისტორია და ინოვაცია ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული. თელავის ღვინის მარანის ღვინოებში განსხეულებულია ქართული მეღვინეობა-მევენახეობის ინდივიდუალობა, მრავალსახეობა და მათი მისწრაფება - საუკეთესოდ წარმოვაჩინონ ადგილობრივი ყურძნის ჯიშების მრავლფეროვნების, კლიმატური პირობებისა და ნიადაგების გამორჩეული თანაფარდობა.
ღვინის კომპანია შუმი დაარსებულია 2001 წელს და მდებარეობს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიულ ცენტრში, სოფ. წინანდალში. ღვინის კომპანია შუმის მფლობელობაშია ვენახები საქართველოს თითქმის ყველა უნიკალურ მიკროზონაში. კომპანია შუმის ასორტიმენტი მოიცავს წითელ და თეთრ, მშრალ, ნახევრად მშრალ და ბუნებრივად ნახევრადტკბილ ღვინოებს, ბიო ღვინოს, შემაგრებულ ღვინოს, ღვინის ბრენდის და ჭაჭას. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია არაერთხელ იქნა აღიარებული და დაჯილდოვებული მრავალ საერთაშორისო თუ ადგილობრივ გამოფენასა და დეგუსტაციაზე.
ბუნებრივი ნახშიროჟანგით გამდიდრებული, ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი სუფრის წყალი. ნაბეღლავი ყოველდღიური მოხმარების წყალია, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის გამდიდრებას აუცილებელი მინერალებით.
ყავის, ენერგიის, განწყობის, დილის და ამის გაერთიანება დღეს ლუის ყავის სახელის ქვეშ შეგიძლიათ. კომპანიას ჯერჯერობით აქვს 5 ფილიალი და მომხმარებლებს პირველ რიგში სთავაზობს მაღალ ხარისხს და ძალიან დიდ არჩევანს.
ლუმბა ჯანსაღი ცხოვრების წესზე ორიენტირებული ონლაინ პლატფორმაა, რომლის ძირითადი მიზანი მეცნიერული კვლევებით გამყარებული ცოდნის მარტივად გადმოცემა და მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარებაა.
გლობალური ლიდერი საკვებსა და სასმელში PepsiCo-ს პროდუქტებით მომხმარებლები სარგებლობენ მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. 2022 წელს PepsiCo-ს 86 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი ჰქონდა, რაც გამოწვეულია დამატებითი სასმელებისა და საკვები პროდუქტების პორტფოლიოსგან, რომელიც მოიცავს Lay's, Doritos, Cheetos, Gatorade, Pepsi-Cola, Mountain Dew, Quaker და SodaStream.