“მეღვინეობა შილდა” უკვე მრავალი წელია, რაც ღვინის მოყვარულებს ხარისხიან, მრავალფეროვან და საინტერესო პროდუქტს სთავაზობს.
"შილდა" ქართულ ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა, თუმცა მისი შექმნის იდეა დაარსებამდე მრავალი წლით ადრე არსებობდა. ქართული ღვინის სიყვარულმა აქცია მცირე ზომის საოჯახო მეურნეობა, მოზრდილ წარმოებად, რომელიც უკვე წლებია აწარმოებს ხარისხიან, თუმცა ამავდროულად ხელმისაწვდომ ღვინოს, ბრენდისა და ჭაჭას როგორც ადგილობრივი, ისე საექსპორტო ბაზრებისათვის.
"შილდას" ასორტიმენტში შეხვდებით 17-ზე მეტი დასახელების ღვინოს, ბრენდისა და ყურძნის ჭაჭას, თუმცა ჩამონათვალი მუდმივად მზარდია.
ასორტიმენტში შეხვდებით, როგორც საყოველთაოდ ცნობილი საფერავისა და რქაწითელისგან დამზადებულ ღვინის ნაირსახეობებს, ისე უნიკალური ჯიშის ღვინოებს, მაგალითად ქვევრში დაყენებულ ქისსა და ხიხვს, მათგან ნაწარმოებ სეპაჟებს ევროპული ჯიშების დამატებით და ა.შ.
“მეღვინეობა შილდა“ ვენახებს არ ფლობს, ყოველი რთველისას ხელახალი სელექციის საფუძველზე ხდება მოსავლის შერჩევა, რაც ავტომატურად გულისხმობს იმას, რომ წარმოებაში, მხოლოდ საუკეთესო ხარისხის ნედლეული ხვდება.
კომპანიის მიზანია შექმნას ხარისხიანი ქართული პროდუქტი, რომელიც არის საუკუნოვანი ტრადიციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ნაზავი. ასევე გამორჩეუილია იმით, რომ რეგიონში ერთადერთი ეკო მეგობრული ღვინის წარმოებაა.
პროდუქციის შეძენას ამ ეტაპზე შეძლებთ ისეთ მაღაზიათა ქსელებში როგორიცაა: Alcorium • ალკორიუმი, სმაგლერსი • Smugglers,8000 მოსავალი / 8000 Vintages და სხვა დიდი თუ მცირე ზომის სავაჭრო ობიექტში.
"შილდა" GS1 საქართველოს წევრია და მრავალი წელია ასევე ექსპორტზე გააქვს პროდუქცია. მისი ღვინის ნაირსახეობები იყიდება რუსეთში, უკრაინაში, ბელარუსში, შუა აზიის თითქმის ყველა ქეყანაში, ევროპიდან ბელგიაში, პოლონეთსა და ლატვიაში. ევროპის ბაზარი პრიორიტეტულია კომპანიისთვის და 2021-ში სხვა ქვეყნების ათვისებასაც აპირებს. შილდას პროდუქციას ასევე შეხვდებით ბრაზილიაში, ამერიკასა და ჩინეთში.
კომპანიის სამომავლო მიზანია შექმნას ღვინო, რომელიც, როგორც ხარისხობრივი თვალსაზრისით იქნება უნიკალური, ისე ბრენდინგით და განსაკუთრებულ ემოციას აღძრავს შესაბამისი სეგმენტის მომხმარებელში. ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა პროდუქციის საბოლოო იერსახეზე, მზა პროდუქციის მიღების შემდეგ თითოეული მათგანი ჩაეშვება გაყიდვაში, როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე. დაინტერესება უკვე დიდია და ფიქრობენ 2021 გამოწვევებით სავსე იქნება მეღვინეობისათვის.