მნიშვნელოვანი სიახლეა შოკო კრემი, იგივე შოკოლადის კარაქი, რომელიც სპეციალურად ბავშვებისთვისაა შექნილი თხილის მაღალი პროცენტული შემცველობით, 100%-ით ნატურალურია. აღსანიშნავია საბავშო ქვებრენდი „ბარამბინო“, რომლის ბიჭუნა პატარებისთვის საყვარელი გმირია. ბარამბინო მშობლებისთვის სანდო და ბავშვებისთვის საყვარელი ბრენდია.
რაც შეეხება სიახლეებს კომპანია მუდმივადაა ორიენტირებული დაგეგმოს და შესთავაზოს ახალი პროდუქტი, როგორც ქართველ ასევე უცხოელ მომხმარებელს. ამის მაგალითია 2018 წლის გამორჩეული პროდუქტი ცოცხალი ხილის ნაყინი, რომლის კონცეფციაც იმაში მდგომარეობს, რომ ხილი გვხვდება ცოცხლად.
მსგავსი სახის ნაყინი არ აქვს არცერთ კომპანიას არც საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ, უცხოურ ბაზარზე. ასევე მნიშვნელოვანი ეროვნული პროექტია „ვეფხის-ტყაოსნის“ შოკოლადის ასორტი, რომელიც უდიდესი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში და საუკეთესოდ გაყიდვადი პროდუქტია აეროპორტების მაღაზიებში. ეს პროექტი ბარამბომ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან ერთად განახორციელა. ბარამბოს გადასცეს მიხაი ზიჩის ცნობილი ილუსტრაცია და მისცეს უფლება მეტალის ყუთზე რელიეფურად დაეტანათ, რაც პროდუქტს დამატებით უნიკალურობას სძენს. ბარამბო საქართველოს ბაზარზე შოკოლადის და ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიებს შორის ერთპიროვნული ლიდერია. ლიდერის პოზიციის შენარჩუენება კი ხდება პირველ რიგში პროდუქციის უმაღლესი ხარისხით და მრავალფეროვანი ასორტიმენტით. კომპანია ISO სერთიფიკატის მფლობელია, რაც ნიშნავს რომ საწარმოში სისუფთავე, ჰიგიენის ნორმები და კვებითი უსაფრთხოება უმაღლეს დონეზეა დაცული. ამას გარდა კომპანია ცდილობს არ გაზარდოს პროდუქციის ფასი და ხარისხთან მიმართებაში ქართველი მომხმარებლისთვის იყოს მისაღები.
ბარამბო GS1 საქართველოს ერთ-ერთი წევრია. მისი პროდუქცია ექსპორტზე 2017 წლიდან გადის სხვადასხვა ქვეყნებში: ერაყი, აზერბაიჯანი, ჩინეთი, რუსეთი, პაკისტანი და ა.შ. მოლაპარაკება მიმდინარეობს სინგაპურთან, ყაზახეთთან და არაბთა გაერთიანებულ საამიოროებთან. ამავე წლიდან კომპანია აქტიურ მონაწილეობას იღებს მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა გამოფენებში. კომპანიის მიზანი კი საქართველოს ბაზარზე ლიდერის პოზიციის შენარჩუნება, ახალი პროექტების წარმატებით განხორციელება, უცვლელი ხარისხი და ექსპორტის ზრდაა. ქართველი მომხმარებელი მუდმივადაა კომპანიისგან სიახლეებით განებივრებული და მომავალშიც არაერთი სასიამოვნო სიურპრიზს შეგვიძლია ველოდოთ ტკბილეულის მოყვარულნი ბარამბოსაგან!