კომპანია „ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში“ ტყუპი ძმების გია და გელა განმტკიცულაშვილების მიერაა შეიქმნილი 1997 წელს და ის GS1 საქართველოს ერთ-ერთი წევრია. ძმებმა ნაფარეულში მამაპაპისეული ძველი მარანი აღადგინეს და კახური მეთოდით ქვევრის ღვინის წარმოება დაიწყეს. 2005 წელს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად მოხდა ქვევრის ღვინის გადატანა ბოთლში და შემდგომ რეალიზაცია. იგი იყიდებოდა „ტყუპების ღვინის“ სახელწოდებით, ხოლო შემგომი დასახელება „ქვევრის მზე“ გახლავთ.
დროთა განმავლობაში კომპანიამ აგრო და ღვინის ტურიზმის მიმართულიბითაც დაიწყო საქმიანობა. ვენახები ნაფარეულშია გაშენებული. ბრენდი კი უმაღლესი ხარისხის ღვინით გამორჩევა. ტყუპები ძირითადად ქვევრის, როგორც წითელი, ასევე თეთრ ღვინოს აწარმოებენ. მარანში 135 ქვევრია, მათ შორის 72 არის დიდი 3,5 ტონიანი ქვევრი. მათი ღვინოები ადგილობრივი ბაზრის გარდა არაერთ ქვეყანაში გადის, როგორიცაა: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი, ჩინეთი, ჰონგკონგი, იაპონია, ლიტვა და ლატვია. აღსანიშნავია აგრეთვე ტყუპების ბიო ვენახები. წელს მომხმარებელს სიახლეს სთავაზობენ: სამი სახის ბიო ღვინო - რქაწითელი მწვანე, საფერავი და ვარდისფერი.
ძველი მარნის ტერიტორია მრავალფუნქციურია. აქ ძველი და ახალი ქვევრის მარნის გარდა განთავსებულია სასტუმრო აუზით. ამავე ადგილას შესაძლებელია ქვევრისა და ქვევრის ღვინის მუზეუმის დათვალიერება, რომელიც სახელმწიფოს მუზეუმთა ნუსხაშია შესული. ვიზიტორებს საშუალება აქვთ დაესწრონ ტყუპების ლექციებს და ყველანაირი ინფოირმაცია მიიღონ ქვევრზე და ქვევრის ღვინოზე. მხოლოდ აქაა შესაძლებელი მუზეუმში არსებული გაჭრილი ქვევრების საშუალებით თვალი ადევნონ ქვევრში ღვინის დუღილის პროცესს და შემდგომ მის დაწმენდას. ასევე მონაწილეობა მიიღონ რთველში, ყურძნის დაწურვაში, პურის ცხობაში, ჩურჩხელის ამოყვანაში თუ სხვა აქტივობებით დაკავდნენ. რაც შეეხება სასტუმროს, „თვინს ჰოტელში“ 22 ნომერია, 25 მეტრი სიგრძის აუზი, საუნა და 300 კაციანი დარბაზები.
ესაა საუკეთესო ადგილი, სადაც შეძლებთ შეიგრძნოთ ნამდვილი კახეთი!