“საირმე მინერალ ვოთარსი“ ერთ-ერთი წამყვანი, თანამედროვე და მეღალტექნოლოგიურად უზრუნველყოფილი წყლის მწარმოებელი კომპანიაა.
პირველი ცნობები საირმის შესახებ მე-19 საუკუნის ბოლოს გვხვდება. პირველი ჩამომსხმელი ქარხანა კი საირმეში 1944 წელს გაიხსნა და პროდუქცია ვრცელდებოდა საბჭოთა კავშირის უზარმაზარ ბაზარზე, თუმცა სსრკ-ს დაშლის შემდეგ ქარხანა შეჩერდა.
2006 წელს „საირმე მინერალ ვოთერსმა“ ლიცენზიის შეძენის შემდეგ ჩაატარა ქარხნის სრული მოდერნიზაცია და რეკონსტრუქცია. დღესდღეობით, წარმოება აღჭურვილია თანამედროვე ევროპული ტექნიკით წარმოების ციკლის ყველა ეტაპზე. ასევე თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი ქარხნის ლაბორატორია, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის რეგულარულ და მკაცრ კონტროლს.
კომპანია აწარმოებს მინერალურ გაზირებულ და არაგაზირებულ წყაროს წყალს და ამასთანავე წყაროს წყალ -„ნაკადულს“, რომელიც მხოლოდ ქართულ ბაზარზეა ხელმისაწვდომი. საირმის წყლის ჩამომსხმელი ქარხახნა კურორტ საირმეში მდებარეობს. წყალი საწარმომდე მილსადენების მეშვეობით მიედინება, იფილტრება, შემდეგ კი შუშისა და პეტ ბოთლებში, სხვადასხვა ლიტრაჟებში ჩაიმოისხმევა.
საირმის მინერალური წყალი შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის ბევრ სასარგებლო მინერალს, გააჩნია სამკურნალო და პროფილაქტიკური თვისებები და გამოირჩევა კალციუმის, მაგნეზიუმის, ნატრიუმის და სხვა მინერალების უნიკალურად დაბალანსებული კონცენტრაციით. სწორედ მისი უნიკალური შემადგენლობისა და მაღალი ხარისხიდან გამომდინარე, საირმის წყალი არის სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსის არაერთგზის გამარჯვებული.
“საირმის“ მომხმარებელია ყველა ის ადამიანი, საქართველოში და საზღვარგარეთ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია წყლის გემო და ხარისხი.
პროდუქცია ექსპორტზე გადის 17 ქვეყანაში, მათ შორისაა უკრაინა, რუსეთი, ბელარუსი, მოლდოვა, ყაზახეთი, საუდის არაბეთი, ჩინეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები და სხვა.
“საირმე მინერალ ვოთარსის“ სამომავლო გეგემებია პირველ რიგში, ხარისხის და იმიჯის შენარჩუნება, ადგილობრივი მომხმარებლისთვის საინტერესო სიახლეების შეთავაზება და ახალ საექსპორტო ბაზრებზე გასვლა, რათა უფრო მეტ ადამიანს გააცნონ წყლის ის შეუდარებელი გემო, რომელიც საქართველოს უნიკალური ბუნების პროდუქტია.