GS1 - ევროპის რეგიონალური ფორუმი

14 -16 ოქტომბერს ვენაში გაიმართა მასშტაბური ფორუმი, რომელსაც ევროპის 49 ქვეყანა ესწრებოდა. 

სამდღიანი ღონისძიების მთავარ მიზანს წარმოადგენდა ბიზნესებს შორის თანამშრომლობის ფორმირება, მიწოდების ჯაჭვის გამჭვირვალობის გაზრდა და ისეთ გამოწვევევებთან შეჭიდება, როგორიც არის მდგრადობის ხელშეწყობა და ციფრული ტრანსფორმაცია. 

ფორუმმა ასევე ყურადღება გაამახვილა საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაზე, ინოვაციური გადაწყვეტილებების ჩვენებასა და იმის შესწავლაზე, თუ როგორ შეუძლია GS1 სტანდარტებს ხელი შეუწყოს მონაცემთა უკეთ გაცვლასა და სავაჭრო პარტნიორებს შორის კავშირის გაძლიერებას.

სრულად ნახვა

GS1 საერთაშორისო სტანდარტები 50 წლისაა

50 წლის წინ,  GS1 შტრიხკოდმა მსოფლიოში გარდატეხა მოახდინა. ტრანსფორმაცია განიცადა საცალო ვაჭრობამ, გაძლიერდა და სანდო გახდა მიწოდების ჯაჭვები მსოფლიოს გარშემო.

არსებობს მიზეზი, რის გამოც BBC უწოდა შტრიხკოდს „ერთ-ერთი რამ 50-იდან, რამაც შექმნა თანამედროვე ეკონომიკა". 

მისი შექმნის დღიდან, ეს მოკრძელებული, თუმცა ძლიერი სიმბოლო ახლა მილიარდზე მეტ პროდუქტზე ჩნდება და „ბიპის“ ხმა მყისიერად ცნობადია მთელს მსოფლიოში.

შტრიხკოდის დაბადება 1973 წელს მოხდა, როდესაც ინდუსტრიის ლიდერები შეიკრიბნენ, რათა შეეცვალათ ვაჭრობის გზები. ამერიკელმა მწარმოებლებმა და დისტრიბუტორებმა აირჩიეს ერთგანზომილებიანი შტრიხკოდი, როგორც ერთიანი სტანდარტი თავიანთი პროდუქტის საიდენტიფიკაციოდ. ამ დროიდან მოყოლებული მარტივი სკანირება ფიზიკურ პროდუქტს უკავშირდება და მის უნიკალურ იდენტიფიკაციას ახდენს. პროდუქტზე ინფორმაციის გაზიარება შესაძლებელია საცალო ვაჭრობის ქსელებსა და მიწოდების ჯაჭვის მასშტაბით. 

ერთი წლის შემდეგ, Wrigley -ს საღეჭი რეზინი გახდა პირვეი პროდუქტი, რომლის სკანირებაც მოხდა სუპერმაკეტში, ოჰაიოში. მას შემდეგ GS1 სტანდარტები იძლევა უფრო საიმედო მიწოდების ქსელებს მთელს მსოფლიოში.



ამ განსაკუთრებული ფაქტის აღსაღნიშნად, GS1 წევრი ორგანიზაციები (MOs) მთელი მსოფლიოდან, უერთდებიან გლობალურ კამპანიას, აღნიშნონ შტრიხკოდის არსებობა.

როგორც წევრი ორგანიზაცია, GS1 საქართველო ამაყობს, რომ ამ ყველაფრის ნაწილია. ერთად ბევრი რამ გვაქვს აღსანიშნი!


ეწვიეთ გლობალურ ვებ საიტს>

სრულად ნახვა