14 -16 ოქტომბერს ვენაში გაიმართა მასშტაბური ფორუმი, რომელსაც ევროპის 49 ქვეყანა ესწრებოდა.
სამდღიანი ღონისძიების მთავარ მიზანს წარმოადგენდა ბიზნესებს შორის თანამშრომლობის ფორმირება, მიწოდების ჯაჭვის გამჭვირვალობის გაზრდა და ისეთ გამოწვევევებთან შეჭიდება, როგორიც არის მდგრადობის ხელშეწყობა და ციფრული ტრანსფორმაცია.
ფორუმმა ასევე ყურადღება გაამახვილა საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაზე, ინოვაციური გადაწყვეტილებების ჩვენებასა და იმის შესწავლაზე, თუ როგორ შეუძლია GS1 სტანდარტებს ხელი შეუწყოს მონაცემთა უკეთ გაცვლასა და სავაჭრო პარტნიორებს შორის კავშირის გაძლიერებას.