GS1 სტანდარტები ეფექტური ბიზნესისთვის

GS1 სტანდარტები მსოფლიოს გარშემო მილიონობით კომპანიას ეხმარება და უადვილებს საქმიანობას, რათა იოლად შეძლონ სასურველ პროდუქტზე ინფორმაციის მოპოვება და გაზიარება. რას ნიშნავს სტანდარტები და როგორ ეხმარება ის ბიზნესსა და კომპანიებს?

რა პროდუქტს ყიდით? სად მდებარეობს? რა ღირს? როდემდე აქვს ვადა? შტრიხკოდი - საერთო სტანდარტია, რომელსაც საცალო მოვაჭრეები და მწარმოებლები იყენებენ. პროდუქციის იდენტიფიკაცია მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ბიზნეს პროცესების მართვას. GS1 სტანდარტები გეხმარებათ, მოახდინოთ პროდუქტის უნიკალური იდენტიფიკაცია, გქონდეთ ინფორმაცია პროდუქტსა და მისი მიმოსვლის შესახებ. 

შტრიხკოდების სკანირება უზრუნველყოფს:

  • დროის და ფულადი დანახარჯების დაზოგვას 
    გაყიდვების შესახებ მონაცემების ავტომატურ მიღებას და ახალი შეკვეთების დროულად შესრულების შესაძლებლობას.
  • ინფორმაციის სიზუსტეს
    ამცირებს შეცდომების დაშვების ალბათობას საცალო ვაჭრობაში, მომხმარებელთან ანგარიშსწორებისას.
  • ბიზნესის სიძლიერეს და ურთიერთობებს 
    სტანდარტები ზრდის მომხმარებლის კმაყოფილებასა და ნდობას ბიზნესის მიმართ.

გსურთ შტრიხკოდის მინიჭება?


დააჭირეთ ღილაკს

იხილეთ ჩვენი სტანდარტები


მიუხედავად იმისა, რომ შტრიხკოდი ჩვენი ყველაზე ცნობილი სტანდარტია, GS1 აქვს სტანდარტების ფართო სპექტრი ყველა სახის ორგანიზაციისთვის.

იხილეთ სტანდარტები >