კონფიდენციალურობის პოლიტიკა

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის ამსახველი დებულებების შესაბამისად, GS1-საქართველო მოწოდებულია  დაიცვას იმ მომხმარებელთა და კლიენტთა კონფიდენციალურობა, რომლებიც შემოდიან GS1-საქართველოს ვებგვერდზე. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა შექმნილია GS1-ს გლობალური საერთაშორისო გაერთიანების/კომპანიის, GS1-საქართველოს პოლიტიკისა და საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო აქტების შესაბამისად,  იმ მიზნით, რომ დავადასტუროთ ჩვენი ერთგულება და პატივისცემა კონფიდენციალურობის წესებისადმი და პერსონალური მონაცემების დაცვასთან მიმართებაში. კონფიდენციალურობის პოლიტიკა განმარტავს თუ რისთვის და როგორ ახდენს GS1–საქართველო თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემების შეგროვებას, შენახვას და დამუშავებას მაშინ, როდესაც თქვენ იყენებთ GS1–საქართველოს ვებგვერდებს და მომსახურებას - და აგრეთვე განმარტავს თქვენს უფლებებს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ თქვენ ახდენთ ჩვენი ვებგვერდების ნავიგაციას, ან იყენებთ მას, ავსებთ ფორმებს და პირდაპირ ან ირიბად გვაწვდით პერსონალურ მონაცემებს, ჩვენ ვგულისხმობთ, რომ თქვენ გაეცანით და დაეთანხმეთ მოცემული კონფიდენციალურობის პოლიტიკის პირობებს, ისევე როგორც ვებგვერდზე შემოთავაზებულ სერვისებთან დაკავშირებულ სხვა პირობებსა თუ პოლიტიკას/წესებს. თქვენი პირადი მონაცემების მოწოდებით, თქვენ უფლებამოსილებას გვანიჭებთ შევაგროვოთ, დავამუშაოთ, გამოვიყენოთ და გავაზიაროთ ისინი, აქ მოცემული წესების შესაბამისად.

ვინ არის პასუხისმგებელი მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებაზე?

GS1–საქართველო, რომლის ადგილსამყოფელია: საქართველო, თბილისი, –––––––, პასუხისმგებელია პირადი მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებაზე და საკუთარი საქმიანობის ფარგლებში, უფლება აქვს გამოიყენოს ქვეკონტრაქტორები აღნიშნული მიზნისათვის. GS1–საქართველოს ვებგვერდები, რომლებზეც შემოდიხარ, რომლითაც სარგებლობთ, ახდენთ ნავიგაციას ან/და რომელთა მეშვეობით იღებთ მომსახურებას, მოიცავს [მიეთითოს ვებგვერდების მისამართები]

რა არის პერსონალური მონაცემები?

„პერსონალური მონაცემები“ ნებისმიერი სახის ინფორმაციაა, გამოსახულების და ხმის ჩათვლით მიუხედავად მხარდაჭერისა, რომელიც ეხება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს.

იდენტიფიცირებად პირად ითვლება პირი, რომლის იდენტიფიკაციაც შესაძლებელია პირდაპირ ან ირიბად, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრის, ან მისი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური იდენტობის ერთი ან მეტი კონკრეტული ელემენტის მითითებით. 

რომელი პირადი მონაცემების შეგროვება და დამუშავება ხდება?

GS1–საქართველო, საკუთარი საქმიანობის ფარგლებში, საკუთარი ლეგიტიმური ინტერესის პრინციპზე დაყრდნობით აგროვებს და ამუშავებს ძირითადად, მაგრამ არამხოლოდ, შემდეგ პირად მონაცემებს: სახელი, გვარი, საფოსტო ინდექსი, დაბადების თარიღი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, მობილური ან ფიქსირებული (სახლის, სამსახურის...) ტელეფონის ნომერი, სქესი, მისამართი, ფოტოსურათი, პირადი ან/და დღგ-ს გადამხდელის ნომერი, და ნებისმიერი სხვა პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გვაწვდით და რომელიც თქვენი იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.

პერსონალური მონაცემები შეიძლება მოიცავდეს ასევე მომხმარებლის/ GS1 საქართველოს წვერის შესახებ შემდეგ ინფორმაციას: კომპანიის სახელი და სარეგისტრაციო/საიდენტიფიკაციო ნომერი, კომპანიის მისამართს, კომპანიის თანამდებობის პირ(ებ)ის პერსონალურ მონაცემები, ინდუსტრია რომელსაც კომპანია განეკუთვნება, ინტერესთა ჯგუფის კატეგორია, რეგიონი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, და სხვა საკონტაქტო ინფორმაცია, მაგალითად როგორიცაა მომხმარებელი და პაროლი.

თუ შეიძლება გაითვალისწინეთ, რომ GS1 საქართველო არ აგროვებს და არ ამუშავებს და არც მომავალში შეაგროვებს და დაამუშავებს ისეთ მგრძნობიარე მონაცემებს, როგორიც არის: პოლიტიკური, რელიგიური ან ფილოსოფიური შეხედულება, რასობრივი ან ეთნიკური წარმოშობა, სექსუალური ცხოვრება ან სექსუალური ორიენტაცია ან ჯანმრთეობასთან დაკავშირებული რაიმე სახის მონაცემები.

GS1-საქართველოს ვებგვერდები და ამ ვებგვერდებზე არსებული სერვისები აგროვებს პერსონალურ მონაცემებს, რაც შესაძლებლობას გვაძლევს უსაფრთხო გავხადოთ თქვენი წვდომა ჩვენს ვებგვერდებზე და სერვისებზე. პერსონალური მონაცემების შეგროვება რეგისტრაციის და უსაფრთხოების მიზნებისთვის ხორციელდება მაშინ, როდესაც თქვენ ახდენთ ინტერაქციას ჩვენს ვებგვერდებთან (მაგ.: არეგისტრირებთ პირად მონაცემებს და/ან შედიხართ როგორც დარეგისტრირებული მომხმარებელი). პერსონალური მონაცემების მომწოდებელი ხართ თქვენ და მესამე მხარეების დამუშავების სერვისები, რომლებიც პერსონალურ მონაცემებს ჩვენი ვებგვერდების მეშვეობით აგროვებენ (მაგალითად ღონისძიებების რეგისტრატორები). 

პერსონალური მონაცამების შეგროვება ხორციელდება მაშინ, როდესაც არსებობს თქვენთვის უსაფრთხო დაშვების და/ან სერვისების მოწოდების უზრუნველყოფის საჭიროება და შემოიფარგლება მხოლოდ გარკვეული ტიპის აუცილებელი პერსონალური მონაცემებით.

შეგროვებული პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება კომპიუტერით და პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობით მოთხოვნილი პირობების შესაბამისად, ინახება მონაცემთა ბაზაში, რომელიც უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას და კონფიდენციალურობას, მიღებული საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტექნიკური და საორგანიზაციო ზომების გათვალისწინებით, რათა პერსონალური მონაცემები დაცული იყოს დაკარგვისგან, ცვლილებისგან, განადგურებისგან, არამიზნობრივი გამოყენებისაგან ზოგადად ან ნებისმიერი ისეთი მიზნით გამოყენებისგან, რაზეც მონაცემთა სუბიექტს არ გაუცია თანხმობა. პროფილირებისას, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პროფილირება იქნება სამართლიანი, კანონიერი, პროპორციული და ყოველთვის დაკავშირებული ინსტიტუციონალურ საქმიანობა/აქტივობასთან, რომელსაც ეწევა GS1–საქართველო, ინდუსტრიის დაინტერესებული მხარეების და GS1-საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით.

თუ გაქვთ სურვილი გამოიწეროთ ჩვენი სიახლეები ან მოითხოვოთ დამატებითი ინფორმაცია, თქვენ მიიღებთ ფორმას პერსონალური მონაცემების შესაგროვებლად. თუ თქვენ შეავსებთ ნებისმიერ ხელმისაწვდომ, ზემოაღწერილი მიზნებისთვის განკუთვნილ ფორმას, ჩაითვლება, რომ თქვენ გაეცით შეგნებული, გამოხატული და აშკარა თანხმობა მათი გააქტიურებისა და შემდგომი გამოყენებისთვის.

GS1–საქართველო მიიჩნევს, რომ მონაცემები მიღებულია მონაცემების მესაკუთრისგან, ან ამ უკანასკნელის მიერ გაცემული უფლებამოსილების საფუძველზე და რომ მონაცემები ნამდვილია და განახლებული.

პერსონალური მონაცემების სიზუსტის შენარჩუნებაზე პასუხისმგებელი თქვენ ხართ, შესაბამისად უნდა დაუკავშირდეთ GS1-საქართველოს და შეგვატყობინოთ თქვენს პერსონალურ მონაცემებში შესული ნებისმიერი ცვლილების ან უზუსტობის თაობაზე.

როგორ ხდება თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვება?

თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვების საშუალებებია:

    ელექტრონული ფოსტა (იმეილი);

    ვებგვერდები და სოციალური მედიის პლატფორმები;

    სატელეფონო ზარი;

    პირადად;

შეგროვებული პერსონალური მონაცემების დამუშავება და შენახვა ხდება კომპიუტერით და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში.

GS1–საქართველოს  ვებგვერდებზე და არსებულ სერვისებზე შეიძლება იყოს მომხმარებლის მიერ საკუთარი პერსონალური მონაცემების (მაგალითად: სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და პაროლი) რეგისტრაციის მოთხოვნა, ხოლო მომხმარებლის თანხმობა - რეგისტრაციის დროს იქნას მოთხოვნილი.

ამ ტიპის დამუშავების სამართლებრივი საფუძვლი შეიძლება იყოს თქვენი თანხმობა, ან სხვა რამ, თუ კანონით, GS1-საქართველოს ლეგიტიმური ინტერესი უზრუნველყოს უსაფრთხოება სერვისებისთვის და ადამიანებისთვის რომლებსაც წვდომა აქვთ და იყენებენ მათ, თანხმობას არ საჭიროებს. როდესაც მომხმარებელი უკვე საკონტრაქტო ურთიერთობაშია GS1-საქართველოსთან (რაც, მაგალითად, სერვისს უკავშირდება), ჩვენთვის შეიძლება სავალდებულო გახდეს პერსონალური მონაცემების დამუშავება საკონტრაქტო ვალდებულებების შესრულების მიზნით.

რა მიზნით ხდება პერსონალურ მონაცემთა შეგროვება?

GS1–საქართველოს მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზანია მოთხოვნილი სერვისების და წევრ კომპანიებთან დადაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის მართვა და დამუშავება, მოთხოვნილი ინფორმაციებისა და პრეტენზიების დამუშავება, სტატისტიკური ანალიზი, ისევე როგორც მათი გამოყენება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის, მოცემული კონტექსტის ფარგლებში.

დროდადრო, GS1-საქართველომ შეიძლება ისარგებლოს მოწოდებული საკონტაქტო ინფორმაციით რელევანტურად მიჩნეული ინფორმაციის გადასაცემად. მონაცემთა სუბიექტს ყოველთვის აქვს უფლება არ მიიღოს ამ ტიპის ინფორმაცია.

პერსონალური მონაცემების შეგროვებისას, თქვენ მიიღებთ უფრო დეტალურ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორ ვაპირებთ თქვენი პირადი ინფორმაციის გამოყენებას. შეგროვებულ მონაცემებს GS1–საქართველოასევე გამოიყენებს ექსკლუზიურად საკუთარი მარკეტინგული აქტივობებისთვის, გაერთიანებული სტატისტიკის, მეტრიკის, და ზოგადი ტენდენციური ელემენტების შესადგენად, სარეკლამო კამპანიების გაუმჯობესების და ოპტიმიზაციისმიზნით, ისევე როგორც სხვა, სარეკლამო და ანალიტიკური მიზნებისთვის.

საბოლოო ჯამში, შეგროვებული მონაცემები განკუთვნილია პერსონალურ მონაცემთა ფაილების ინტეგრირებისთვის რომელიც GS1-საქართველომ შეიძლება გამოიყენოს შემდეგი მიზნებისთვის:

    საკონტაქტო სია;

    ღონისძიებების რეკლამა/მოსაწვევები;

    რეკომენდაციები და პრეტენზიები;

    რეკლამა;

    ბილინგი;

    სხვა სამართლებრივი ვალდებულებების შესრულება.

    რა არის თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძველი?

გამოყენება რომელიც უკავშირდება შემდეგი პუნქტების მიზნებს: ა) საკონტაქტო სია, ბ) ღონისძიებების რეკლამა/მოსაწვევები, გ) რეკლამა, და დ) ინფორმაცია მომხმარებლებისთვის, ეფუძნება თქვენს, როგორც მონაცემთა სუბიექტის, თანხმობას.

ვის ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?

როგორც წესი, GS1–საქართველო არ ახდენს მომხმარებლების პერსონალური მონაცემების გაზიარებას ისეთ მესამე მხარეებთან, რომელთანაც საკონტრაქტო ურთიერთობით არ არის განსაზღვრული აღნიშნული მონაცემების როგორც კონფიდენციალური ინფორმაციის განხილვა.

GS1-საქართველომ შეიძლება გაუზიაროს თქვენი პერსონალური მონაცემები მესამე მხარეებს თუ კონკრეტულად ამ მიზნისთვის აქვს მოპოვებული თქვენგან, როგორც მონაცემთა სუბიექტისგან, თანხმობა, ან როდესაც:

გაზიარება ხორციელდება კანონთან შესაბამისობაში ყოფნის ვალდებულების, ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ორგანოს/შესაბამისი თანამდებობის პირის ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე;

კომუნიკაცია ხორციელდება მონაცემთა სუბიექტის სასიცოცხლო ინტერესების დაცვის მიზნით;

ნებისმიერი სხვა კანონით განსაზღვრული ლეგიტიმური მიზეზით.

GS1–საქართველო შესაბამის ზომებს იღებს იმისათვის, რომ ყოველი მესამე მხარე, რომელსაც წვდომა ექნება თქვენს მონაცემებზე, შესაბამისი რეპუტაციის მატარებელი იყოს და მაქსიმალურ გარანტიებს იძლეოდეს ამ დონეზე, რაც სათანადოდ იქნება გათვალისწინებული და დაცული ხელშეკრულებაში, რომელიც გაფორმდება GS1–საქართველოს და ასეთ მესამე პირს შორის. 

შესაბამისად, GS1-საქართველოს  ქვეკონტრაქტორი ნებისმიერი პირი, რომელიც GS1-საქართველოს სახელით და მის ნაცვლად, წარმართავს პერსონალური ინფორმაციის შეგროვებას და დამუშავებას, ვალდებული იქნება მიიღოს შესაბამისი ტექნიკური და საორგანიზაციო ზომები, რათა უზრუნველყოს პერსონალურ მონაცემთა დაცვა შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, უნებართვო სახეცვლილებისგან, გავრცელებისგან, ან წვდომისგან და ნებისმიერი სხვა სახის არაკანონიერი დამუშავებისგან. ნებისმიერ შემთხვევაში, პასუხისმგებელი შეგროვებულ პერსონალურ მონაცემებზე რჩება GS1–საქართველო.

რა ვადით ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?

პერიოდი, რომლითაც GS1–საქართველო ახდენს თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვას და დაცვას, განსხვავებულია და დამოკიდებულია მიზანზე, რომელსაც ემსახურება მონაცემების დამუშავება და იმ ვალდებულებებზე და საკანონმდებლო მოთხოვნებზე, ასეთის გავრცელების შემთხვევაში, რომლებიც განსაზღვრავს მონაცემების სავალდებულო შენახვის მინიმალურ ვადას.

შესაბამისად, მაშინ, როდესაც გარკვეული საკანონმდებლო ვალდებულებები არ ვრცელდება, თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა მოხდება მხოლოდ იმ მინიმალური ვადით, რაც აუცილებელია იმ მიზნებისთვის, რომელმაც განაპირობა მათი შეგროვება ან შემდგომი დამუშავება, რის შემდეგაც მოხდება მათი წაშლა.

ხაზგასმით გახსენებთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მოთხოვოთ GS1 ევროპას მთელი თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა, ნებისმიერ დროს. მსგავსი მოთხოვნა უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: –––––––––––––––––

რა არის თქვენი, როგორც პერსონალური მონაცემების მფლობელის უფლებები?

GS1–საქართველო გარანტიას იძლევა მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციებითა და სხვა შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებულ პერსონალური მონაცემების მფლობელის ყველა უფლების გამოყენებადობასა და შესაბამისობაზე. 

აქედან გამომდინარე, გაცნობებთ რომ, როგორც მოწოდებული პერსონალური მონაცემების მფლობელს, უფლება გაქვთ, ნებისმიერ დროს და სრულიად უფასოდ, მოითხოვოთ GS1-საქართველოსგან:

    წვდომა თქვენს მიერ მოწოდებულ პერსონალურ მონაცემებზე;

    თქვენი პერსონალური მონაცემების შესწორება;

    თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა;

    თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეზღუდვა;

    თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა;

    თქვენი პერსონალური მონაცემების თქვენს მიერ მითითებული მესამე მხარისთვის გადაცემა.

თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ თქვენი უფლებებით უფასოდ, თუკი აღნიშნული აშკარად უსაფუძვლო ან გადაჭარბებული მოთხოვნა არ არის, რისთვისაც თქვენ შესაძლოა გონივრული საფასური დაგეკისროთ იმ ხარჯების საფუძველზე, რაც თქვენი მოთხოვნიდან გამომდინარეობს.

ჩვენ გიპასუხებთ მოთხოვნაზე მაქსიმუმ 30 დღის ვადაში, თუ თქვენი მოთხოვნა განსაკუთრებული სირთულის არ არის.

თქვენი უფლებების გამოსაყენებლად შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი მისამართებით:

მისამართი: –––––––––––––––––––––––

ელექტრონული ფოსტის მისამართი: ––––––––––––––––

თუმცა, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ორგანოს/შესაბამის თანამდებობის პირს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული პრეტენზიებით.

კონფიდენციალურობის პოლიტიკის განახლება

GS1 საქართველო იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს და წინასწარი შეტყობინების გარეშე, და მყისიერი ეფექტით, თუმცა, მონაცემთა სუბიექტისთვის მინიჭებული კანონიერი უფლებების შეულახავად, შეცვალოს, დაამატოს ან გააუქმოს, სრულად ან ნაწილობრივ, მოცემული კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

ნებისმიერი ცვლილება წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში მყისიერად აიტვირთება ამავე გვერდზე, და ჩვენი რეკომენდაციაა პერიოდულად შეამოწმოთ ეს გვერდი იმისათვის, რომ ინფორმირებული იყოთ უახლეს ვერსიასთან დაკავშირებით.

მოცემული კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ცვლილებების თაობაზე შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, ან თუ რაიმე მიზეზით არ ეთანხმებით ჩვენს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას ლეგიტიმური ინტერესების საფუძველზე, ან ჩვენს პროფილირების საქმიანობას, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი მოთხოვნა განმარტება/დაზუსტებასთან დაკავშირებით ელექტრონული ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე: –––––––––––– ან GS1-საქართველოს. პასუხს მიიღებთ 10 სამუშაო დღის ვადაში.

მოცემული კონფიდენციალურობის პოლიტიკა ბოლოს განახლდა –––––––––––––––