რა არის GS1?

GS1 არის ნეიტრალური და არაკომერციული გლობალური ორგანიზაცია, რომელშიც გაწევრიანებულია 112 ქვეყანა. ორგანიზაციის სათაო ოფისი მდებარეობს ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელში. GS1 სტანდარტები კომპანიებს საკუთარი პროდუქციის, მომსახურების, ლოჯისტიკური ერთეულებისა და ფიზიკური ადგილმდენარეობის უნიკალური იდენტიფიცირების საშუალებას აძლევს.

GS1 შტრიხკოდების უნიკალურობის უზრუნველსაყოფად, თითოეულ ქვეყანაში, მხოლოდ ერთი ავტორიზირებული ორგანიზაციაა, რომელიც მართავს ამ სისტემას. საქართველოში GS1 სისტემის ადმინისტრირების ოფიციალური უფლება მხოლოდ ჩვენს ორგანიზაციას, „GS1 საქართველოს“ ეკუთვნის. კომპანიის პრეფიქსი, რომელსაც „GS1 საქართველო“ გასცემს ქვეყნის კოდით 486-ით იწყება. აუცილებელია აღინიშნოს რომ ეს პრეფიქსი GS1-ის საერთაშორისო სისტემაში მხოლოდ საქართველოსთვის არის გამოყოფილი. შესაბამისად, შტრიხკოდები, რომელსაც საქართველოში არაავტორიზებული წყაროები გასცემენ, არ არის GS1-ის გლობალურ მონაცემთა ბაზასთან (GERIP) სინქრონიზირებული და შეუძლებელია მათი უნიკალურობის გარaნტირება.

GS1 სჯერა, რომ სტანდარტების მეშვეობით შესაძლებელია ჩვენი ცხოვრებისა და მუობის სტილის შეცვლა.

ჩვენ ვქმნით საერთო საფუძველს ბიზნესისთვის პროდუქციისთვის, მდებარეობისა და მომსახურების უნიკალური იდენტიფიკაციით, მონაცემების შესაბამის შტრიხკოდებში განთავსებით და მათი ავტომატური გავრცელებით.

ჩვენ უზრუნველვყოფთ მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვის სრულ გამჭვირვალობას ზუსტი მონაცემების გაცვლის საფუძველე.

ჩვენ ვეხმარებით ბიზნესს, რათა გაძლიერდეს და გახდეს გაცილებით ეფექტური, უსაფრთხო და სტაბილური.

ჩვენ:

ვართ ნეიტრალური და არაკომერციული;

ვართ გლობალური და ლოკალური;

გვმართავენ ჩვენი წევრები.

შტრიხკოდის გამომგონებელი, ნორმან ჯოზეფ ვუდლენდი   2021 წლის 9 დეკემბერს, კვირას, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

შტხიხკოდის შექმნის იდეა მორზეს ანბანის შესწავლისას დაებადა, როდესაც ქვიშაზე ხელით ხატავდა ხაზებს ბებია-ბაბუასთან სტუმრობისას, მაიამის სანაპიროზე 1948-49 წლებში. 

პირველი იდეა შტხიხკოდისთვის წრიული დიზაინის შექმნა. მან პარტნიორთან ერთად დააპატენტა „ხარის თვალის“ სტრუქტურის დიზაინი 1952 წლის 7 ოქტომბერს, ნომრით 2,612,994. ვუდჰენდმა და მისმა პარტნიორმა პატენტი 15,000 დოლარად მიყიდეს ,,ფილკოს’’. ეს იყო ერთადერთი მოგება, რაც დიდი გამოგონების შექმნით მიიღეს, რომელიც წლების განმავლობაში დიდი შრომის შედეგად შეიქმნა.  

დროთა განმავლობაში, ლაზერით სკანირების ტექნოლოგიამ და მიკროპროცესორის გამოჩენამ შრტრიხკოდის ამოქმედების შესაძლებლობა გააჩინა. 

ადრეულ 70-იანებში IBM-ის თანამშრომელმა, ჯორჯ ლაურერმა ჩვენთვის ნაცნობი შავ-თეთრი მართკუთხედის დიზაინი შექმნა, რომელიც ვუდლენდის მოდელზე იყო დაფუძნებული. ის მაშინ ასევე IBM-ში მუშაობდა და ახალი მოდელის შექმნაში თავადაც მიიღო მონაწილეობა.


არა. EAN-13 შტრიხკოდს წინ ერთვის ქვეყნის სამნიშნა კოდი (486), მომდევნო 6 ციფრია კომპანიის პრეფიქსი, რომელსაც ანიჭებს ჩვენი ორგანიზაცია. შემდგომი 3 ციფრია პროდუქციის კოდი და ბოლო 1 ციფრი წარმოადგენს საკონტროლო ციფრს.GS1-ის პრეფიქსი არ აღნიშნავს იმას, თუ რომელ ქვეყანაში მოხდა პროდუქტის წარმოება; პროდუქტი შეიძლება წარმოებული იყოს ნებისმიერ ქვეყანაში.

იმისათვის რომ გაარკვიოთ რომელ კომპანიას ეკუთვნის შტრიხკოდი შეგიძლიათ ჩაწეროთ შტრიხკოდის საიდენტიფიკაციო ნომერი Verified by GS1 საძიებო სისტემაში.

ყველა პროდუქტს საჭიროა ჰქონდეს უნიკალური შტრიხკოდი შესაბამისად, პროდუქტის ნებისმიერი მახასიათებლის ცვლილებისას აუცილებელია შეიქმნას ახალი შტრიხკოდი.

ეს ძირითადი მახასიათებლებია:

1. პროდუქტის სავაჭრო დასახელება ( ბრენდი )

2. პროდუქტის დასახელება

3. პროდუქტის სახეობა

4. პროდუქტის წონა/მოცულობა

5. პროდუქტის შეფუთვა და შეფუთვის მასალა

სავაჭრო ქსელის და/ან პარტნიორის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო  გახდეს  შტრიხკოდის ცლილება  ასევე შტრიხკოდის ცლილების მიზეზი შესაძლოა გახდეს სამიზნე ბაზრის ცლილება.

 GS1 საქართველოს უფლება აქვს თავად განსაზღვროს საჭიროებს თუ არა კონკრეტული პროდუქტი და შემთხვევა შტრიხკოდის ცლილებას. 

შტრიხკოდი უნდა აიღოს კომპანიამ ( ნებისმიერი იურიდიული პირი რეგისტრირებული საქართველოში ), ვისაც ეკუთვნის სავაჭრო დასახელება ( ბრენდი ) და ახდენს აღნიშნული პროდუქტის რეალიზებას.

დაუშვებელია შტრიხკოდების ნებისმიერი ფორმით გასხვისება სხვა იურიდიულ პირზე ნებისმიერი ფორმით.

ასეთ შემთხევაში დამკვეთმა თავად უნდა მოგაწოდოთ საკუთარ სავაჭრო დასახელებაზე ( ბრენდი ) შტიხკოდები.

არა. შტრიხკოდი წარმოადგენს ნომერს, რომლის საშუალებითაც ხდება პროდუქციის უნიკალური იდენტიფიკაცია. ინფორმაცია პროდუქტის შესახებ მოთავსებულია მონაცემთა ბაზაში.

კომპანიის პრეფიქსი (GCP) არის 9 ციფრიანი ნომერი, რომლითაც ხდება კომპანიის უნიკალური იდენტიფიკაცია. GS1 საქართველოს მიერ გაცემული პრეფიქსი 486-ით იწყება. აღნიშნული ფრექიქსის მართვის და გამოყენების ექსკლუზიური უფლება გააჩნია მხოლოდ  GS1 საქართველოს.

პროდუქციის გლობალური საიდენტიფიკაციო ნომერი GTIN არის უნიკალური ნომერი, რომელიც გამოიყენება პროდუქციისა თუ სერვისის საიდენტიფიკაციოდ. პროდუქტის ნებისმიერი ძირითადი მახასიათებლის ცვლილებისას, საჭიროა განსხვავებული საიდეტიფიკაციო ნომრის მინიჭება.

ადგილმდებარეობის გლობალური საიდენტიფიკაციო ნომერი GLN, არის 13 ციფრიანი ნომერი, რომელიც გამოიყენება ადგილმდებარეობის, კომპანიის თუ მისი ფუნქციონალური ქვედანაყოფის იდენტიფიკაციისათვის.

დიახ. GS1 შტრიხკოდები გამოიყენება მსოფლიოს ნებისმეირ ქვეყანაში.

შტრიხკოდს მიიღებთ ანგარიშსწორებიდან ერთი სამუშაო დღის განმავლობაში.

არა. დაუშვებელია პროდუქტისთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი GTIN ხელახლა გამოიყენოთ სხვა პროდუქტის იდენტიფიკაციისათვის.

იმისათვის რომ მიიღოთ ინფორმაცია GS1 სისტემაში არსებული კომპანიების შესახებ, უნდა ისარგებლოთ GS1-ის საერთაშორისო ელექტორნული მონაცემთა ბაზით > Verified By GS1

GS1 სისტემის შტრიხკოდები გამოიყენება ნებისმიერი ტიპის შეფუთვის საიდენტიფიკაციოდ. იმ შემთხვევაში თუ შეკვრა/ყუთი განკუთვნილია საცალო ვაჭრობის ქსელში სალაროსათან სკანირებისთვის (Point-of-Sail) საჭიროა EAN13 კოდის გამოყენება.

შტრიხკოდის უშუალოდ მუყაოს ყუთზე ბეჭვდის დროს ITF14 კოდი გამოიყენება. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული კოდით შეფუთვის/ყუთის მარკირება დაუშვებელია სალაროსთან სკანირებისთვის განკუთვნილი შეკვრის საიდენტიფიკაციოდ.

 სატრანოპორტოდ განკუთვნილი ყუთისთვის შტრიხკოდის შერჩევისას, საუკეთესო  გამოსავალია დაეიკითხოთ თქვენ პარტნიორებს, სადაც მოხდება პროდუქტის გაგზავნა და მიღება.

დიახ, აქვს. ბეჭდვის ხარისხი და გამოყენებული მასალა განსაზღვრავს შტრიხკოდის ზომას. რაც უფრო დაბალი ხარისხისაა ბეჭდვა, მით მეტი ზომისაა შტრიხკოდი. ასევე შტრიხკოდის სტანდარტებზე შეუსაბამო ზომა სირთულეს უქმნის სკანერს მის წაკითხვაში.

დეტალური ინფორმაცია შტრიხკოდის ზომებზე იხილეთ: 

შტრიხკოდის ზომები

ვმუშაობთ ორშაბათი-პარასკევი, 10-დან 18 საათამდე.

შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 296 10 19

ან მოგვწეროთ: info@gs1ge.org