ს.ს. ბაგრატიონი 1882 GS1 საქართველოს ერთ-ერთი წევრი კომაპნიაა. მისი სახელწოდება სამეფო გვარის წარმომადგენლის ივანე-ბაგრატიონ მუხრანელის სახელს უკავშირდება, რომელიც პირველი ქართველი გახლავთ, ვინც საქართველოში ცქრიალა ღვინის წარმოება წამოიწყო. 1882 წელს კი მისმა ცქრიალა ღვინომ საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა. შესაბამისად კომპანიას პირველი ცქრიალა ღვინის მწარმოებლის სახელი დაერქვა, ხოლო 1882 მისი წარმატების წელია. კომპანია ბაგრატიონი 1882 - ის ძირითადი ვენახები ქართლსა და იმერეთშია გაშენებული. ცქრიალა ღვინის წარმოება კი ქართული ყურძნის ჯიშებით ხდება: გორული მწვანე, ჩინური (ჩინებული), თავკვერი, ციცქა, რქაწითელი, საფერავი. კომპანია ორი ძირითადი ტექნოლოგიით ამზადებს ცქრიალა ღვინოს. ესენია ბოთლური, იგივე ტრადიციული ფრანგული და რეზერვუარული მეთოდი. ტრადიციული მეთოდია, როდესაც თითო ბოთლში ხდება ღვინის მეორადი დუღილი, შამპანიზაცია. ის უფრო მაღალი კლასის პროდუქტია, რადგან მეტ დროსა და შრომას მოითხოვს, გამორჩეული ყურძნის ჯიშებისა და მტევნებისგან მზადდება, შესაბამისად ძვირადღირებული პროდუქტია. ხოლო რეზერვუარული მეთოდით დამზადებული ცქრიალა ღვინო ასევე მაღალი ხარისხისაა, მრავალფეროვანი და ფასის მხრივ ხელმისაწვდომი. დუღილი 50 ტონიან რეზერვუარში მიმდინარეობს, შემდეგ ჩამოსასხმელ ხაზზე პირდაპირ ბოთლებში ხდება ჩამოსხმა. ს.ს. ბაგრატიონი 1882 ცამეტი სხვადასხვა სახეობის ცქრიალა ღვინოს და წელიწადში დაახლოებით 2 მილიონ ბოთლს აწარმოებს. მისი ყველაზე გამორჩეული პროდუქტია: Finest, Rose Brut, Reserve Brut. სამივე ბოთლური მეთოდითაა დამზადებული, უმაღლესი ხარისხისა და არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული თუ ჯილდოს მფლობელია. 
კომპანია ბაგრატიონი 1882-ის პროდუქცია ყველანაირი გემოვნების მომხმარებელზეა გათვლილი და საქართველოში ყველაზე მეტი სახობის ცქრიალა ღვინოს უშვებს. არჩევენი საკმაოდ ფართო და მრავალფეროვანია: კლასიკური ბრუტი, კლასიკური მშრალი, კლასიკური ნახევრად მშრალი, კლასიკური ნახევრად ტკბილი, ვარდი, წითელი, ოქრო, და ა.შ. ის საქართველოს ბაზარზე ცქრიალა ღვინის ყველაზე მსხვილი კომპანია და ერთპიროვნული ლიდერია. მას ბაზრის 75% უკავია. 
GS1 საქართველოს მიერ მინიჭებული შტრიხკოდებით კი პროდუქციის გაყიდვა ხდება, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ: უკრაინა, ამერიკა, კანადა, ფინეთი, გერმანია, ჰოლანდია, რუსეთი, აზერბაიჯანი, ჩეხეთი, ისრაელი, ჩინეთი. ბოთლებს გარდა უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომრები მის 6 თუ 12 ბოთლიან ყუთებსაც ენიჭებათ.