კომპანია „ავერსი“ 1994 წელს დაარსდა. „ავერსმა“ საქართველოში 10 000 ზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა და მომსახურების მტკიცე სტანდარტი დაამკვიდრა. ის საქართველოს მასშტაბით ფარმაცევტული ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია. აფთიაქებისა და კლინიკების უდიდესი ქსელი საქართველოში. სააფთიაქო ქსელი თბილისში 116, ხოლო რეგიონებში 146 აფთიაქს მოიცავს.

კომპანიის უპირატესობა დაბალი ფასები და ხარისხიანი პროდუქცია გახლავთ.

ავერსის პარტნიორები მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული კომპანიები არიან. შესაბამისად მედიკამენტები პირდაპირი კონტაქტებით შემოაქვს, რომლის ხარისხიც გარანტირებულია.

გარდა ამისა 2002 წელს „ავერსმა“ თავად შექმნა ევროპული დონის ფარმაცევტული საწარმო „ავერსი რაციონალი“, რომელიც უმაღლესი ხარისხის, უსფრთხო, ეფექტურ და ხელმისაწვდომ პროდუქციას აწარმოებს.

“ავერსი“ GS1 საქართველოს წევრია და მის პროდუქტს უნიკალური შტრიხკოდები ენიჭება.

პროდუქცია სულ უფრო მოთხოვნადია არა მარტო ქართულ, არამედ საზღვარგარეთის ბაზარზეც, რაც მისი ხარისხისა და სანდოობის დამსახურებაა. შესაბამისად საექსპორტო არეალი ყოველწლიურად ფართოვდება. მისი მთავარი ღირებულება სწორედ: ხარისხიანი პროდუქცია და მომსახურება გახლავთ.

 აქვე უნდა აღინიშნოს „ავერსის“ წარმატებული პროექტი,“ ავერსის კლინიკა“, რომელიც 2007 წელს დაარსდა. კლინიკა კავკასიაში წამყვანი მრავალპროფილური სამკურნალო-დიაგნოსტიკური დაწესებულებაა, რომელიც მსოფლიოში არსებული საუკეთესო აპარატურითაა აღჭურვილი. საქართველოს მასშტაბით კლინიკათა ქსელის 12 ფილიალსა და ლაბორატორიის 19 ფილიალს აერთიანებს.

მას ყოველდღიურად, საშუალოდ 2000 ადამიანი მიმართავს. მისი უპირატესობა გახლავთ: მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, მაღალტექნოლოგიური, უზუსტესი ლაბორატორიული კვლევები, მომსახურების ინოვაციური მეთოდები და ა.შ.

კომპანია დღეს საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი გადამხდელია და მას ქვეყნის ბიუჯეტში ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარი შეაქვს.

ავერსი „გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს.”