• Alibaba უერთდება GS1-ის გლობალურ მონაცემთა სინქრონიზაციის ქსელს GDSN (Global Data Synchronisation Network™ )

     

    19 სექტემბერი, 2016

     

    Alibaba Group არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინტერნეტ-რითეილერი, რომლის სავაჭრო პლატფორმას 2016 წლის მარტის მონაცემებით, 423 მილიონი აქტიური მომხმარებელი ყავს.

     

    Alibaba მოუწოდებს ბრენდის მფლობელ კომპანიებს დანერგონ GS1-ის სტანდარტები და გამოიყენონ გლობალური საიდენტიფიკაციო ნომერი (GTIN)საკუთარი პროდუქციის იდენტიფიკაციისათვის ელექტრონლი კომერციის დროს. ასევე შეუერთდნენ გლობალურ მონაცემთა სინქრონიზაციის ქსელს (GDSN®) პროდუქციის შესახებ არსებული მონაცემების ელექტრონული მიმოცვლის მიზნით.

     

    GDSN® და GS1-ის სტანდარტების დანერგვა დაეხმარება კომპანიებს გაცილებით ეფექტურად მართონ მარაგები და იქონიონ სტანდარტიზებული, რეგულაციებთან შესაბამისობაში მყოფი მონაცემები პროდუქტის შესახებ. ზუსტი და სანდო ინფორმაციის გავრცელება გამოიწვევს მომხმარებლის კმაყოფილების გაზრდას ელექტრონული კომერციის დროს.

 

 

  •  

    GTIN -ის გამოყენება გააუმჯობესებს თქვენი რეკლამის ხარისხს Google-ზე

     

    15 მაისი, 2016

     

    Google-ის გადაწყვეტილება გამოიყენოს GTIN (გლობალური საიდენტიფიკაციო ნომერი) რეკლამის განთავსებისას Google Shopping-ზე, გაცილებით ამარტივებს ძებნას და აუმჯობესებს შედეგებს.

     

    თავდაპირველი მოთხოვნა ვრცელდებოდა 50 ბრენდზე , ხოლო 2016 წლის 16 მაისიდან შეეხო ყველა ბრენდირებულ პროდუქტს.

    რატომ არის მნიშვნელოვანი GTIN -ის გამოყენება Google-ვის?

    GTIN საშუალებას აძლევს Google -ს გაიგოს რას ყიდით. ისევე როგორც eBay და Amazon, Google იყენებს GTIN-ს იმისათვის, რომ მოახდინოს პროდუქციის უნიკალური იდენტიფიკაცია. GTIN ეხმარება Google-ს ერთმანეთს შეუსაბამოს საკუთარ კატალოგში არსებული ინფორმაცია მწარმოებლის მიერ მოწოდებულ მონაცემებს. ასევე დაუკავშიროს სხვადასხვა გამყიდველის მიერ მოწოდებული ინფორმაცია კონკრეტულ პროდუქტს, რაც შედეგად იწვევს ძებნის ხარისხის გაუმჯობესებას და სიზუსტის გაზრდას.

     

    დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით სტატიას:

    • Google Commerce: Reach more customers online: Add GTINs to your Google Shopping data feed