GS1 სტანდარტები ჯანდაცვაში

 

 

წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც სამედიცინო ბარათი შეიცავს ინფორმაციას პაციენტის მიერ მიღებული მედიკამენტის დასახელების, დოზის და სერიის ნომრის შესახებ; სადაც განთავსებულია მკურნალი ექიმის და ექთნის მონაცემები; სადაც პაციენტისთვის მინიჭებული შტრიხკოდის დასკანერება იმის საწინდარია, რომ მან სწორედ მისთვის განკუთვნილი მედიკამენტი მიიღო საჭირო დოზითა და საჭირო დროს.

სამყარო, სადაც სამედიცინო დაწესებულებაში იციან, სად მდებარეობს სასურველი მედიკამენტი; სადაც მარეგულირებელ ორგანოებს შეუძლიათ გამოითხოვონ ვადაგასული პრეპარატები მომარაგების ჯაჭვის ნებისმიერი რგოლიდან და სადაც მწარმოებლები მოთხოვნას რეალურ დროში ადევნებენ თვალ-ყურს.

სწორედ ასეთი, ეფექტური ჯანდაცვის სისტემის შექმნას განაპირობებს GS1-ის გლობალური სტანდარტების დანერგვა. ერთიანი სტანდარტის არსებობა საშუალებას მისცემს სამედიცინო დაწესებულებებს, პაციენტი უზრუნველყონ გაცილებით უსაფრთხო სამედიცინო მომსახურებით და ისარგებლონ ყველა ზემოთ აღნიშნული უპირატესობებით.

ჩვენი მიზანია გავზარდოთ პაციენტის უსაფრთხოება, გავაუმჯობესოთ მედიკამენტების მომარაგების ქსელის ეფექტურობა და წამლის მიკვლევადობა.

 

გინდა გაიგო მეტი?

დაგვიკავშირდით