FAQ (ხშირად დასმული კითხვები)

 

ვინ არის ვალდებული პროდუქციის იდენტიფიკაციაზე?

სავაჭრო ნიშნის მფლობელი კომპანია არის პასუხისმგებელი პროდუქციის იდენტიფიკაციაზე, მიუხედავად იმისა, თუ სად და ვის მიერ იქნა წარმოებული პროდუქცია.


შეუძლია თუ არა სხვა ორგანიზაციას მოგვანიჭოს GS1 სისტემის შტრიხკოდი?

არა. შტრიხკოდის უნიკალურობის უზრუნველსაყოფად, თითოეულ ქვეყანაში მხოლოდ ერთი ავტორიზებული ორგანიზაციაა, რომელიც ამ სისტემას მართავს. საქართველოში GS1 სისტემის ადმინისტრირების ოფიციალური უფლება მხოლოდ GS1 საქართველოს ეკუთვნის.


არის თუ არა ვალდებული კომპანია დაიტანოს შტრიხკოდი ეტიკეტზე?

არა, არ არის ვალდებული


EAN-13 შტრიხკოდი მიუთითებს პროდუქტის წარმოშობის ქვეყანას?

არა. EAN-13 შტრიხკოდი იწყება GS1-ის იმ წევრი ორგანიზაციის პრეფიქსით, რომელიც გასცემს შტრიხკოდის ნომერს. GS1-ის პრეფიქსი არ აღნიშნავს იმას, თუ რომელ ქვეყანაში მოხდა პროდუქტის წარმოება; პროდუქტი შეიძლება წარმოებული იყოს ნებისმიერ ქვეყანაში.

იმისათვის რომ გაარკვიოთ რომელ კომპანიას ეკუთვნის შტრიხკოდი შეგიძლიათ ჩაწეროთ შტრიხკოდის ნომერი GEPIR საძიებო სისტემაში.


შედის თუ არა შტრიხკოდის სტრუქტურაში ფასი და ინფორმაცია პროდუქციის შესახებ?

არა. შტრიხკოდი წარმოადგენს ნომერს, რომლის საშუალებითაც ხდება პროდუქციის უნიკალური იდენტიფიკაცია. ინფორმაცია პროდუქტის შესახებ მოთავსებულია მონაცემთა ბაზაში.


რა არის კომპანიის გლობალური პრეფიქსი (GCP)?

კომპანიის პრეფიქსი (GCP) არის 9 ციფრიანი ნომერი, რომლითაც ხდება კომპანიის უნიკალური იდენტიფიკაცია. GS1 საქართველოს მიერ გაცემული პრეფიქსი 486-ით იწყება.


რა არის პროდუქციის გლობალური საიდენტიფიკაციო ნომერი (GTIN)?

პროდუქციის გლობალური საიდენტიფიკაციო ნომერი GTIN არის უნიკალური ნომერი, რომელიც გამოიყენება პროდუქციისა თუ სერვისის საიდენტიფიკაციოდ. პროდუქტის ნებისმიერი ძირითადი მახასიათებლის ცვლილებისას, საჭიროა განსხვავებული საიდეტიფიკაციო ნომრის მინიჭება.


რა არის ადგილმდებარეობის გლობალური საიდენტიფიკაციო ნომერი (GLN)?

ადგილმდებარეობის გლობალური საიდენტიფიკაციო ნომერი GLN, არის 13 ციფრიანი ნომერი, რომელიც გამოიყენება ადგილმდებარეობის, კომპანიის თუ მისი ფუნქციონალური ქვედანაყოფის იდენტიფიკაციისათვის.


პროდუქცია გამაქვს ამერიკაში, შემიძლია თქვენი მონიჭებული შტრიხკოდით გავიტანო?

სანამ ამერიკაში ან კანადაში გაიტანთ პროდუქტს აუცილებელად შეამოწმეთ თქვენს სავაჭრო პარტნიორთან, მიიღებენ თუ არა EAN-13 შტრიხკოდს. წინააღმდეგ შემთხვევაში პროდუქციის იდენტიფიკაცია უნდა მოხდეს UPC –A შტრიხკოდით.


თქვენთან აღებული შტრიხკოდი აღიარებული იქნება საზღვარგარეთ?

დიახ. GS1 შტრიხკოდები გამოიყენება მსოფლიოს ნებისმეირ ქვეყანაში.


აღარ ვუშვებ პროდუქტს, შემიძლია ამ შტრიხკოდით სხვა პროდუქტის გამოშვება?

არა. დაუშვებელია პროდუქტისთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი GTIN ხელახლა გამოიყენოთ სხვა პროდუქტის იდენტიფიკაციისათვის, სანამ არ გავა მინიმუმ 48 თვე:

• ამ კოდით მარკირებული უკანასკნელი პროდუქტის ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ ან

• ამ კოდით გამოშვებული უკანასკნელი პროდუქტის ქსელში განთავსების დღიდან


ტელეფონით დავასკანერე პროდუქტზე არსებული შტრიხკოდი. რატომ ვერ ვიღებ მონაცემებს პროდუქტის შესახებ?

იმისათვის რომ მიიღოთ ინფორმაცია GS1 სისტემაში არსებული კომპანიების შესახებ, უნდა ისარგებლოთ GS1-ის ოფიციალური სატელეფონო აპლიკაციით iGepir.

გადმოტვირთეთ:

Android სისტემისთვის

iOS სისტემისთვის


ყუთისთვის მჭირდება შტრიხკოდი, როგორ მოვიქცე?

GS1 სისტემის შტრიხკოდები გამოიყენება ნებისმიერი ტიპის შეფუთვის საიდენტიფიკაციოდ. იმ შემთხვევაში თუ შეკვრა/ყუთი განკუთვნილია საცალო ვაჭრობის ქსელში სალაროსათან სკანირებისთვის (Point-of-Sail) საჭიროა EAN13 კოდის გამოყენება.

შტრიხკოდის უშუალოდ მუყაოს ყუთზე ბეჭვდის დროს ITF14 კოდი გამოიყენება. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული კოდით შეფუთვის/ყუთის მარკირება დაუშვებელია სალაროსთან სკანირებისთვის განკუთვნილი შეკვრის საიდენტიფიკაციოდ.


აქვს თუ არა მნიშვნელობა შტრიხკოდის ზომას?

დიახ, აქვს ბეჭდვის ხარისხი და გამოყენებული მასალა განსაზღვრავს შტრიხკოდის ზომას. რაც უფრო დაბალი ხარისხისაა ბეჭდვა, მით მეტი ზომისაა შტრიხკოდი.

დეტალური ინფორმაცია შტრიხკოდების ზომების შესახებ იხილეთ ჩვენს ვებ-გვერდზე .


რა არის თქვენი სამუშაო საათები?

ვმუშაობთ ორშაბათი-პარასკევი, 10-დან 6 საათამდე.

შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 296 10 19

ან მოგვწეროთ: info@gs1ge.org


რამდენ ხანში მივიღებ შტრიხკოდს?

შტრიხკოდს მიიღებთ გაწევრიანებიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში