EDI (მონაცემთა ელექტრონული გაცვლა)

 

 

ნებისმიერი სახის სავაჭრო ურთიერთობა მოითხოვს დიდი რაოდენობით ინფორმაციისა და სავაჭრო პროდუქციის შესახებ დოკუმენტაციის გაცვლას. ტრადიციული მეთოდით საბუთების გაგზავნამ (ქაღალდის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით) შეიძლება შეაფერხოს ბიზნესის განვითარება შემდეგი გარემოებების გამო:

 

• მოითხოვს ადამიანურ რესურსებს და არ გამორიცხავს შეცდომების დაშვების ალბათობას

• ნელია, ვინაიდან საბუთების დამუშავებას დრო ჭირდება

• არ არის დაცული მონაცემთა კონფიდენციალურობა

 

მონაცემთა ელექტრონული გაცვლა არის პროცესი, რომლის დროსაც ხდება ინფორმაციის ავტომატურად გადაცემა ერთი კომპიუტერის მონაცემთა ბაზიდან მეორე კომპიუტერის მონაცემთა ბაზაში. ამ დროს სავაჭრო დოკუმენტაცია წარმოდგენილია არა ქაღალდების, არამედ სტანდარტული ელექტრონული გზავნილების სახით. ეს არის სანდო და ეფექტური საშუალება ბიზნესპარტნიორების წარმატებული საქმიანობისათვის, რომელიც ადამიანური რესურსების მინიმალურ დანახარჯებს მოითხოვს.

 

 

GS1 EDI

GS1 EDI ადგენს საერთაშორისო სტანდარტებს ელექტრონული ბიზნეს გზავნილებისათვის. EDI უზრუნველყოფს გზავნილების სრულ ავტომატიზაციას, საბუთების კონვერტაციას ელექტრონულ ფორმატში და მათ გაგზავნას კონფიდეციალურობის სრული დაცვით.

 

GS1 გთავაზობთ 3 ტიპის EDI-ს სტანდარტს:

 

• GS1 EANCOM®

• GS1 XML

• GS1 UN/CEFACT XML

 

დამწყები კომპანებისათვის რეკომენდირებულია XML ფორმატის გამოყენება. თუმცა იმ შემთხვევაში თუ თქვენი სავაჭრო პარტნიორები იყენებენ EANCOM® სტანდარტს, მათი არჩევანის გათვალისწინება აუცილებელია.

 

იცით თუ არა, რომ 2015 წელს

• GS1 EANCOM სტანდარტი დანერგილი იქნა 100 000-მდე კომპანიის მიერ მსოფლიოს 43 ქვეყანაში

• GS1 XML სტანდარტი დანერგა 35 000-ზე მეტმა კომპანიამ მსოფლიოს 33 ქვეყანაში.