განვლილი გზა

 

    პირველი შტრიხ-კოდი, რომელიც 1952 წელს დრექსელის უნივერსიტეტში სტუნდეტებმა, ბერნარდ სილვერმა და ჯოზეფ ვულდენმა შექმნეს, როგორც ვიზუალურად, ასევე სტრუქტურულად ძალიან განსხვავდებოდა თანამედროვე შტრიხ-კოდისაგან. მისი სახელწოდებაც კი განსხვავებული იყო. გამომგონებლებმა მას გარეგნული ფორმიდან გამომდინარე “ხარის თვალი” უწოდეს. ამ შტრიხ-კოდის წამკითხავ საშუალებას კი რთული და ძვირადღირებული მოწყობილობა წარმოადგენდა.

    დროთა განმავლობაში საჭირო გახდა შტრიხ-კოდის სტანდარტიზაცია პროდუქციის სახეობების მიხედვით და შესაბამისად, ნათელი გახდა, რომ “ხარის თავალის” სტრუქტურაში შემავალი უამრავი სიმეტრიული რგოლი ამისთვის არ იყო საკმარისი, რგოლები შტრიხებით შეიცვალა და ამ შტრიხების მრავალფეროვან კომბინაციას გამომგონებლებმა ციფრები შეუსაბამეს.

    პირველი შტრიხკოდი თანამედროვე სახით ამერიკელმა ექსპერტმა ჯორჯ ლაურენმა შექმნა და მას პროდუქციის უნივერსალური კოდი უწოდა (Universal Product Code-UPC).

          • 1973 შეიქმნა შტრიხკოდის პირველი სტანდარტი

    ამერიკელმა მწარმოებლებმა და დისტრიბუტორებმა აირჩიეს ერთგანზომილებიანი შტრიხ-კოდი, როგორც ერთიანი სტანდარტი თავიანთი პროდუქციის საიდენტიფიკაციოდ.

          • 1974 პირველი სკანირება

    Wrigley საღეჭი რეზინი გახდა პირველი პროდუქტი, რომლის სკანირებაც მოხდა სუპერმარკეტში.

          • 1977 European Article Numbering

    შეიქმნა “აღრიცხვიანობის ევროპული სისტემა” (European Article Numbering) – შემდგომში GS1 სისტემა – სათაო ოფისით ბრუსელში.

          • 1990 ევროპული და ამერიკული სისტემების გაერთიანება

    დაიდო ხელშეკრულება აშშ-ს და ევროპის სტანდარტების ორგანიზაციებს შორის და შეიქმნა ერთიანი აღმრიცხავი სისტემა, რომელიც 45 ქვეყანას აერთიანებდა.

          • 1995 GS1 სტანდარტი ჯანდაცვაში

    პირველი GS1 სისტემის სტანდარტი დაინერგა ჯანდაცვის სფეროში.

          • 1996 საქართველო ჩაერთო GS1 სისტემაში

    საერთაშორისო სტანდარტების ორგანიზაციაში საქართველო გაწევრიანდა.

          • 1999 GS1 DataBar

    GS1 DataBar სიმბოლო შეიქმნა, რომელიც მცირე ზომის მიუხედავად, მეტი ინფორმაციის დატევის საშუალებას იძლევა.

          • 2000 90 წევრი ქვეყანა

    სულ მხოლოდ 10 წელიწადში GS1-ის წევრების რაოდენობა 90-მდე გაიზარდა.

          • 2002 GSMP

    გლობალური სტანდარტების მართვის ჯგუფი შეიქმნა.

          • 2004 RFID

    პირველი გლობალური სტანდარტი შეიქმნა რადიო სიხშირული იდენტიფიკაციისთვის.

          • 2005 ახალი სახელი - GS1

    ორგანიზაციამ შეიცვალა სახელი და გახდა “GS1”.

          • 2007 B2C

    ელექტრონული კომერციის ზრდასთან ერთად, GS1-მა მომხმარებელზე ორიენტირებული B2C სერვისის განვითარება დაიწყო.

          • 2011 QR კოდი

    GS1-მა ორგანზომილებიანი QR კოდის გამოყენება დაიწყო.

          • 2013 GS1 სტანდარტების 40 წელი

    ორგანიზაციამ ბიზნესის გლობალური ენის არსებობის 40 წელი აღნიშნა.