GS1 საქართველო

 

GS1 საქართველო, არის ერთ-ერთი GS1-ის წევრ 112 ორგანიზაციას შორის, რომელიც პროდუქციის აღრიცხვიანობის მოწესრიგებისა და ელექტრონული ბიზნესის განვითარების მიზნით ახორციელებს საიდენტიფიციკაციო ნომრების მინიჭებას წევრი კომპანიებისათვის.

GS1 შტრიხკოდების უნიკალურობის უზრუნველსაყოფად თითოეულ ქვეყანაში მხოლოდ ერთი ავტორიზებული ორგანიზაციაა, რომელიც ამ სისტემას მართავს. საქართველოში GS1 სისტემის ადმინისტრირების ოფიციალური უფლება „GS1 საქართველოს“ ეკუთვნის. კომპანიის პრეფიქსი, რომელსაც „GS1 საქართველო“ გასცემს ქვეყნის კოდით - 486 იწყება. სწორედ ამ სამი ციფრის საშუალებით იდენტიფიცირებული ქართული პროდუქცია ცნობადია მთელს მსოფლიოში. ჩვენთან გაწევრიანებულია 700-ზე მეტი კომპანია, რომლებიც სრულად სარგებლობენ ყველა იმ ხელსაყრელი პირობებით, რასაც GS1-ის საქმიანობა უქმნის წევრ ორგანიზაციებს.

 

უცვლელი ფასეულობები, ცვალებად სამყაროში

 

თანამედროვე სამყაროში, მაშინ როდესაც ცხოვრება ჩვენს გარშემო განსაკუთრებული სიჩქარით იცვლება,

ჩვენი ორგანიზაციის ფასეულობები უცვლელი რჩება.

    • ჩვენ ვართ არამომგებიანი

    • ნეიტრალური

    • ჩვენ გვმართავენ ჩვენი წევრები

    • ჩვენ ვემსახურებით ყველა კომპანიას, განურჩევლად მისი სიდიდისა.

სწორედ ამ პრინციპების რწმენა და სიძლიერე, გვაძლევს საშუალებას დავნერგოთ გლობალური და ღია სტანდარტები საქართველოში,

რაშიც ჩვენი წევრების ნებაყოფლობითი ჩართულობა გვეხმარება.

 
 

ისტორია

 

1974 წლის 26 ივნისს, როდესაც ოჰაიოს შტატში მდებარე Marsh-ის სუპერმარკეტში, მაღაზიის გამყიდველმა, პირველი GS1 შტრიხ-კოდით იდენტიფიცირებული პროდუქტი, საღეჭი რეზინი WRIGLEY დაასკანირა, ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, რომ გავიდოდა წლები და მსოფლიოში მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში სკანირებული პროდუქციის რაოდენობა 5 მილიარდს გადააჭარბებდა.

GS1-ის სათაო ოფისი ბრუსელში დღეს 112 წევრ ორგანიზაციას აერთიანებს. ორგანიზაცია მომარაგების ქსელის მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გამოყენებად სტანდარტთა სისტემას მუდმივად ავითარებს და ხვეწავს. სწორედ ამ მარტივი, მაგრამ უნიკალური სისტემის საშუალებით სხვადასხვა სექტორსა და ინდუსტრიაში მომუშავე 2 მილიონამდე კომპანიას შეუძლია საუკეთესოდ დაგეგმოს და აწარმოოს ბიზნესი მსოფლიოს 150 ქვეყანაში.