ალკოჰოლური სასმელი „ბენჟის“ წლების განმავლობაში დეტალებზე დაკვირვებითა და ინოვაციების ძიების პროცესით იქმნებოდა, რათა შექმნილიყო საუკეთესო ხარისხის ხილის ბრენდი, ჭაჭა, ლიქიორი და შოკოლადი.
ბუნებასთან სიახლოვე და მისგან საუკეთესოს მიღება-ეს კომპანიის მისიაა, რადგან ბენჟის პროდუქტები მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებითა და უნიკალური რეცეპტებით მზადდება.
“ბენჟის“ ალკოჰოლის გამოხდის პროცესი პროფესიონალ ტექნოლოგებთან ერთად ხდება, ქარხანა აღჭურვილია თანამედროვე ევროპული დანადგარებითა და ფილტრებით, რათა მიიღოს მხოლოდ რჩეული, საუკეთესო ხარისხის პროდუქტი.
“ბენჟის“ პროდუქცია ნატურალური ხილის დამუშავებით კეთდება, რის შემდგომაც მიიღება უნიკალური და უჩვეულოდ გემრიელი სითხე. სადისტილაციო ძირითად პროდუქტად გამოიყენება მხოლოდ რჩეული ხილის ნაყოფის წვენის დადუღებული მასა. გემოვნური თვისებების მაქსიმალური გამოვლენისთვის აუცილებელია ორჯერადი გამოხდა. წარმოებაში გამოყენებულია ძველი ქართული მეთოდებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების კომბინაცია. „ბენჟის“ იქმნება მხოლოდ ქართული ხილისგან, რომელსაც ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებენ.
“ბენჟის“ ასორტიმენტი საკმაოდ მრავალფეროვანია და უშვებს 28 დასახელების სხვადასხვა პროდუქტს. ალკოჰოლური სასმელის გარდა „ბენჟის“ ლიქიორიანი და გულსართიანი პატარა ბოთლის ფორმის შოკოლადებს აწარმოებს. „ბენჟის“ სასმელი გამორჩეულია თავის გემონური თვისებებით, უმაღლესი ხარისხითა და უნიკალური ბრენდინგით.
კომპანია GS1 საქართველოს წევრია და პროდუქციას უნიკალური შტრიხკოდი აქვს მინიჭებული. ქსელური მარკეტების გარდა, „ბენჟის“ გადის ექსპორტზე ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ჩეხეთი. სამომავლოდ კი საექსპორტო არეალის გაზრდასა და ახალი პროდუქტების განვითარება იგეგმება.