სტანდარტები ეხმარება და აძლიერებს ბიზნესს

ჩვენ ვქმნით სტანდარტებს ორგანიზაციებისთვისა და კომპანიებისთვის. GS1 სტანდარტი უზრუნველყოფს პროდუქტის იდენტიფიკაციას, პროდუქტზე ზუსტი ინფორმაციის მიღებასა და გავრცელებას, პროდუქტის ადგილმდებარეობის ცოდნას. საერთაშორისო სტანდარტები ზრდის ეფექტურობას, ამცირებს ხარჯებს და ამარტივებს ბიზნესის მართვას. 

წარმატებული კომპანიის ჩამოყალიბება მოითხოვს ბევრი განსხვავებული მეთოდის დანერგვას და გამოყენებას. ასეთ პირობებში ბიზნესს საგრძნობლად ეხმარება ერთიანი სტანდარტები. მთელს მსოფლიოში მილიონზე მეტმა ორგანიზაციამ შექმნა ბიზნესი GS1 სტანდარტებზე დაყრდნობით. ჩვენ ვეხმარებით მათ ინფორმაციის გავრცელებაში მომწოდებლებთან, მომხმარებლებთან და პარტნიორებთან.

  • ყველაზე ცნობილი შტრიხკოდი

GS1 შტრიხკოდი ყველაზე ცნობადი და გავრცელებული სტანდარტია, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიებში გამოიყენება: საცალო ვაჭრობა, მომსახურების სფერო, ლოჯისტიკა, ჯანდაცვა. GS1 კიდევ მრავალი მიმართულებით ქმნის და ავითარებს სტანდარტებს.

  • ჩვენ სტანდარტებს ვქმნით თქვენთვის 

ჩვენ გვმართავენ ჩვენი წევრები და ვსაქმიანობთ მათი ინტერესების გათვალისწინებით. ჩვენ ვართ არაკომერციული, ნეიტრალური ორგანიზაცია და ვემსახურებით ყველა კომპანიას, განურჩევლად სიდიდისა.

  • გამოცდილება, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ

პირველად ჩვენი შტრიხკოდი 1973 წელს დასკანერდა. დღეს კი უკვე ლიდერი ორგანიზაცია ვართ, რომელიც მსოფლიოში საჭირო ბიზნეს სტანდარტებს ამკვიდრებს.

გლობალური სტანდარტი, ადგილობრივი წარმომადგენლობა

GS1 - ის სათავო ოფისი ბრიუსელში მდებარეობს. GS1 შტრიხკოდების უნიკალურობის უზრუნველსაყოფად, მსოფლიოს 115 ქვეყანაში მხოლოდ ერთი ავტორიზებული ორგანიზაცია მართავს ამ სისტემას. საქართველოში მხოლოდ „GS1 საქართველოს“ შეუძლია GS1 საერთაშორისო სტანდარტის შტრიხკოდის გაცემა.

ეწვიეთ გლობალურ ვებგვერდს 


GS1 საქართველო


დაარსდა 2005 წლის 8 ივლისს


ოფისი საქართველოში


8 თანამშრომელი

დაგვიკავშირდით